ქართველების "ანორთოსისი" ვარდნას განაგრძობს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველების "ანორთოსისი" ლარნაკას აეკ-თან 1:2 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში ბექა მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ შეცვალა.

ფამაგუსტურმა გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, 6 ქულით სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 10 ოქტომბერს "ნეა სალამისს" ხვდება.

ორიოდ ტურის წინ გუნდის ებრაელი მწვრთნელი რონი ლევი გადააყენეს და მის ნაცვლად ჰოლანდიელი იურგენ სტრეპელი დანიშნეს, მაგრამ საქმეს ვერც ის ვერ შველის.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
24-ე წუთზე რატომ შეცვალეს? ბარემ გაგერკვიათ და შემდეგ დაგეწერათ.
Burton
11:51 30-10-2018
0
Kacharava gols tu gaitans cxvari unda davklat mokled
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული