კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველების "ანორთოსისი" ლარნაკას აეკ-თან 1:2 დამარცხდა.
ამ შეხვედრაში ბექა მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ შეცვალა.
ფამაგუსტურმა გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, 6 ქულით სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 10 ოქტომბერს "ნეა სალამისს" ხვდება.
ორიოდ ტურის წინ გუნდის ებრაელი მწვრთნელი რონი ლევი გადააყენეს და მის ნაცვლად ჰოლანდიელი იურგენ სტრეპელი დანიშნეს, მაგრამ საქმეს ვერც ის ვერ შველის.