"გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისე თამაშობს, რომ მალე ალბათ, უფრო ძლიერ გუნდში გადავა.
ამას წინათ ის ანალიტიკურმა სპორტულმა პორტალმა InStat-მა 21-წლამდელთა ოქტომბრის სიმბოლური გუნდში კილიან მბაპესთან და ჯასტინ კლუივერთან ერთად შეიყვანა.
transfermarkt.de-ს ფორუმზე გულშემატკივრები აცხადებენ, რომ "დორტმუნდის", "აინტრახტის" და "ბაიერის" სკაუტები ჩაკვეტაძის თამაშზე დასაკვირვებლად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბორდოსა" და "გენტის" მატჩს დაესწრნენ (ბელგიური გუნდი 0:2 დამარცხდა), რადგან ქართველი ფეხბურთელი ძალიან პერსპექტიულია და მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული.
გერმანელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ გიორგის შეძენა ადრე "ბაიერნს" სურდა, ახლა კი "დორტმუნდია"
დაინტერესებული.