"ბორდოსთან" მატჩში ჩაკვეტაძის თამაშს ბუნდესლიგის გუნდების სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
"გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისე თამაშობს, რომ მალე ალბათ, უფრო ძლიერ გუნდში გადავა.

ამას წინათ ის ანალიტიკურმა სპორტულმა პორტალმა InStat-მა 21-წლამდელთა ოქტომბრის სიმბოლური გუნდში კილიან მბაპესთან და ჯასტინ კლუივერთან ერთად შეიყვანა.

transfermarkt.de-ს ფორუმზე გულშემატკივრები აცხადებენ, რომ "დორტმუნდის", "აინტრახტის" და "ბაიერის"  სკაუტები ჩაკვეტაძის თამაშზე დასაკვირვებლად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბორდოსა" და "გენტის" მატჩს დაესწრნენ (ბელგიური გუნდი 0:2 დამარცხდა), რადგან ქართველი ფეხბურთელი ძალიან პერსპექტიულია და მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

გერმანელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ გიორგის შეძენა ადრე "ბაიერნს" სურდა, ახლა კი "დორტმუნდია"
დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გელაა ნელაა ბნელაა ბიჭოო, შეეშვი ამ კლავიატურიდან ღვარძლის ნთხევას აშკარად არარეალიზებული და დაბოღმილი ტიპი ხარ , და რადგან შენ ლუზერი ხარ არავისი წარმატება არ გიხარია, ის გამოთქმა მართალია ციხე რომ შიგნიდან ტყდება ზუსტად შენნაირები რომ ითვლებიან ფეხბურთის გულშემატკივრებად მაგიტომ არის ჩვენი ქვეყანაც და მასთან ერთად სპორტიც იმ მდგომარეობაში როგორშიც არის, სანამ უკანასკნელი შენნაირი არ აღიგვება პირისაგან მიწისა იქამდე არაფერს არ ეშველება, ერთია ჯანსაღი კრიტიკა რომელიც ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვანია მაგრამ ბოღმა კლაავს ბიჭო კლაავს გაიგეეეე?....
GELAS
23:54 07-11-2018
5
გიორგი ძალიან კარგად ათამაშდა გენტში აშკარად მომატებული აქვს ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა გოლებიც გაქვს პასებსაც არიგებს ბოლომდე იხარჯება და ასაკის მიუხედავად გუნდის ლიდერია უკვე დარწმუნებული ვარ მომავალ ზაფხულს უკეთეს გუნდში გადავაა ბაიერნშიც არ გამიკვირდება,რომ მოხვდეს იქ უკვე ახალი ტენდენციები იწყება ახალგაზრდებს იმატებენ იცვლება გუნდის ფილოსოფია ამ მხრივ თუ ბაიერნს ადრე ქონდა ინტერესი ეხლაც არ ექნება დაკარგული ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული ტალანტია და დიდი მომავალიც აქვს მთავარია მან მოინდომოს და მონდომება არ აკლია ამ ბიჭს.
გიორგი
14:24 08-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული