Marca: გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაში "ბარსას" "ტოტენჰემი" და "ბაიერნი" ეცილებიან

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციები არ წყდება.

ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურს.

"საქართველოსა და ანდორის მატჩის მერვე წუთზე "ბარსელონას" სკაუტები სიამოვნებით უყურებდნენ იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.

ეს მისი მესამე გოლი იყო ერთა ლიგაზე, მაგრამ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას "ბარსელონა" აკვირდებოდა.

"ბლაუგრანა" მას წელიწადზე მეტია აკვირდება და რამდენჯერმე ბელგიასაც ესტუმრნენ, მისი თამაშის პირადად სანახავად.

ჩაკვეტაძე ტიპური დაბალი ნახევ
არმცველი არ არის, ის 1.83 მ სიმაღლისაა, ფიზიკურად ძლიერი და ამ სიმაღლესა და ძალას ბურთის მოსაპოვებლად ხშირად იყენებს. მას შესანიშნავი აჩქარება აქვს და ამ სისწრაფის გამო, მისი შეჩერება ურთულესია.

"ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მისი შეძენა სურს, მისი კონკურენტები არიან "ტოტენჰემი", "ბორნმუთი", "შახტარი" და "ბაიერნი". - ვკითხულობთ ესპანურ პორტალზე.

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ კატალონიური კლუბის დაინტერესების შესახებ, პირველად Sport.es-მა დაწერა, ამის შემდეგ დაინტერესება "გენტმაც" დაადასტურა და "ბარსას" სკაუტები ანდორა-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ.

altSport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

მკითხველის კომენტარები / 29 /
ოოოოო.. მარკამ თუ თქვა და დაწერა, მაშინ მართლა მჯერა უკვე ;დდ ორებს არ ავრცელებს, ბრავო ჩაკვე, მთელი საქართველო შენ გვერდითაა... ახლა უბრალოდ მალე გვინდა ევროკავშირში შესვლა, რათა ქართველ ფეხბურთელებს უფრო გაეხსნათ გზა ევროპისკენ, რადგან არაევროკავშირელებზე ლიმიტებია ყველგან :(
ზურა
17 ნოემბერი 2018 15:31
1
ბიჭი რეალის ფანია და ბარსაში არ წავა.თანაც იმიტომ რომ როგორც სჩვევიათ დასვავენ სათადარიგოზე და გააფუჭებენ.
ara barsa
18 ნოემბერი 2018 13:52
4
რა მნიშვნელობა აქვს ვისი ფანია. პირველ რიგში პროფესიონალია. სადაც ცხოვრება მისცემს კარგ ვარიანტს და სადაც ჯობია მისი კარიერისთვის იქ უნდა ითამაშოს.
მსახიობები უარყოფით როლებს რომ თამაშობენ შეიძლება არ უყვართ თავის პერსონაჟი მაგრამ პროფესიონალები არიან და ასრულებენ.
სადაც პროფესიონალიზმია, იქ ემოციების ადგილი ნაკლებად არის ასე მგონია.
პროფესიონალია
18 ნოემბერი 2018 15:33
0
დინამო თბილისს სურს რომ დაიმატოს. დილასაც მოუხდებოდა -რაზმაძე, ჩაკვეტაძე,რიბეირო,გოგუა. მაგარი იქნება
გელა
17 ნოემბერი 2018 17:21
17
არ ვიცი,არ ვიცი....მეშინია რომ როგორც ყველა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა უფას ან ყარაგანდის კლუბებში არ გააგრძელოს.ბარსა ნაადრევიც არის და თან კლუბი ეხლა დიდი ცვლილებების წინაშე დგას,უახლესი 2-3 წელი იქნება აურზაური.აი,გერმანული ფეხბურთი კი ასწავლის დისციპლინასა და მოუმატებს გამძლეობას,თუმცა მანდაც გერმანელები ლიგაში თითზე ჩამოსათვლელი დარჩა,სულ თურქ-ბალკანეთი-აფრიკელებითაა სავსე.
simartle
19 ნოემბერი 2018 13:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული