"ის დიდ ფეხბურთში შესვლას გეგმავს" - იტალიური პრესა გიორგი ჩაკვეტაძეს "ლაციოს" უკავშირებს

AutoSharing Option
იტალიური სპორტული გამოცემა cittaceleste.it-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით რომის "ლაციოც" ინტერესდება.

იგლი ტარე, იტალიური კლუბის ალბანელი სპორტული დირექტორი, ჩაკვეტაძის ირგვლივ არსებულ სიტუაციას სწავლობს და შესაძლო ტრანსფერზე ამუშავებას იწყებს.

"გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც საქართველოს 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ერთა ლიგაზე პირველი ადგილი მოუტანა, მემარჯვენე ფეხბურთელია. ის პლეიმეკერად დაიბადა, თუმცა თავდამსხმელად და თავდამსხმელის უკანაც შეუძლია თამაში. ეს ბიჭი საკუთარ ხარისხს აჩვენებს და ამით ისეთი კლუბების ინტერესი გამოიწვია, როგორებიცაა: "ბარსელონა", "ბაიერნი", "დორტმუნდი", "ტოტენჰემი" და "რომა". "გენტს" მისი შეძენა სულ რაღაც 1.5 მილიონი ევრო
დაუჯდა, ახლა კი მისი ფასი 13 მილიონამდეა გაზრდილი, კონტრაქტი კი 2020 წელს ეწურება. ბელგიური კლუბი ცდილობს, მას ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს, თუმცა ფეხბურთელი, სავარაუდოდ, დიდ ფეხბურთში შესვლას გეგმავს." - ვკითხულობთ cittaceleste.it-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი ბელგიის ჩემპიონატის 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

alt Radiosei: ჩაკვეტაძის შეძენა "ლაციოს" სურს - მისი ფასი 13 მილიონამდე გაიზარდა



მკითხველის კომენტარები / 3 /
ვიცოდი ესე რო მოხდებოდა, ვიცოდი რომ ოდესმე ქინქლაძე განმეორდებოდა, შეიზლება ეს უკეთესი ან უარესი ვარიანტი იყოს, მაგრამ რაც მთავარია ის ორასი თავიტ მახლა დგას ყველა დანარჩენზე, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ამ ფორმაციის ნაკრებში. მბამპე ფეხბურთის საჩუქარია მესისა და რონალდუს შემდეგ და ვოცნებობ ამ მარაქაში ქართული გვარიც გაერიოს და ოქროს ბურთის ნომინანტებში მესამე ნომრად ქართველის გვარი ისევ ეწეროს
4
წარმატებები ჩაკვე
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული