ზარანდიას ვერ აკავებენ - დუბლი შეასრულა და ეს ბიჭი ნაკრებში თამაშს იმსახურებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" გდინიაში 4:1 დაამარცხა კრაკოვის "ვისლა".

ლუკამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა, საერთოდ, თავის გუნდში თამაში მიჰყავს და როდესაც შეხვედრის დასასრულს შეცვალეს, გულშემარკივრებმა ოვაციებით გააცილეს..

ზარანდიამ ქვეყნის პირველობის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის კარგად ასპარეზობს, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია და საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

"არკა" 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 30 ნოემბერს ბილოსტოკში "იაგელონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვაისი ჩვენი დონის ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელია,მაგრამ ძალიან მინდა ამ ბიჭს შანსი მიცეს.დარწმუნებული ვარ დაამტკიცებს თავის ნიჭიერებას.
1
26 ნოემბერი 2018 23:26
4
ლუკა დიდი ხანია იმსახურებს ნაკრებში თამაშს...ვაისი კი ერთი საშუალო დონის მშიშარა მწვრთნელია და ჩვენი გუნდი მეტს იმსახურებს. კაჭარავას რაც შეუძლია კარგად ხედავს, შემცვლელად ისევ დვალიშვილს იძახებს და ლუკას სკამს ახეხინებს. სანაკრებო სიტუაციას აჩვევს?..ვაი ამის პატრონს! ფედერაცია კი მხარს უჭერს, ან სულაც მისი გადაწყვეტილებით აყენებს შემადგენლობას ვაისი. არაბიძე მოიძულა საერთოდ, გიო კი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ პირში მთქმელი. მეტყვის ზოგი ჯგუფი მოიგოო. ამ ჯგუფს ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მოიგებდა. 6 თამაში ჩაატარა გუნდმა და ერთი დამუშავებული სტანდარტული სატუაცია თუ დაგინახავთ გამახსენეთ. კიდევ ბევრს ჩამოგითვლიდით, მარა თუ ფეხბურთში ცოტაოდენ ერკვევით თქვენც კარგად ხედავთ...ჰოდა კარგი მწვრთნელი ყოფილა თურმე.
emigranti
27 ნოემბერი 2018 03:11
7
ლუკა უნიჭიერესია მართლა, მაგრა ვფიქრობ 2 რამეს უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება: უნდა ისწავლოს მარტივად თამაში, ნაკლებად ეგოისტი უნდა იყოს მინდორზე და მეორე უფრო მეტი უნდა იმუშაოს მოედანზე, ფუნქციონალურად მეტად მოემზადოს, დაცვაში დროულად ჩამოვიდეს და შეტევაშიც შესაბამისად... ამ შემთხვევაში ვფიქრობ ლუკა თავისუფლად ითამაშებს 1-2 წელიწადში გერმანიის საშუალოზე მაღალი დონის გუნდში, ბურთით ლუკა არავიზე ნაკლები არაა, არც ჩაკვეტაძეზე და არც ოქრიაშვილზე. წარმატებები ლუკა და თუ ამ ყველაფერს დროზე მიხედავს, ნაკრებში კაი ხნით დაიჯავშნავს მარჯვენა შემტევის ადგილს. წარმოდგენაც მიჭირს ასეთი შემადგენლობის შემთხვევაში : მეკარე? კაკაბაძე კვირკველია კაშია ტაბიძე, კანკავა-ჯანო, ჩაკვე - ოქრი - ზარანდია, წინ მჭედლიძე ფორმაში... რა დღეში ჩავაგდებთ ც დივიზიონში ნაკრებების უმეტესობას. წარმატებები ბიჭებს!!!
iolasha
27 ნოემბერი 2018 01:51
0
ჯერ კიდევ 17 წლამდელებიდან ვიცი ლუკა, მახსოვს რუსეთთან გვქონდა თამაში ცენტრიდან დაიწყო, მთელი გუნდი მოატყუა და გოლი შეაგდო. მოკლედ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა გვყავს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
giga
27 ნოემბერი 2018 00:45
1
ყოჩაღ ლუკინოო..ჩემი პირადი აზრია რომ მერებაშვილს იმ პოზიციაზე სადაც ნაკრებში ათამაშებენ ლუკა ათი თავით ჯობია , სხვა რომ არაფერი შეტევაში ფანტაზია მაინც აქვს,და სწორხაზოვნად არ თამაშობს ჩაწოდებაზე, ბევრად მეტი პოტენციალი იქნება წინ, თუ ფლანგებზე ეს და ჩაკვეტა შეუტევენ, არა ნაკლებია ლუკა ჩაკვეტაზე ,მთავარია კარგად გაიხსნას და აი მერე ნახევარდაცვა შემტევების თვალსაზრისით მართლა ძალიან მაგარი გვეყოლება, ჯანო და ოქრიც რომ მიემატება პლუს ვაკო .. სუპერრრ!!!1
:))))
27 ნოემბერი 2018 01:29
0
აუცილებლად უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი ნაკრებში

ძალიან მეიმედება ამ ბიჭის
თემო
27 ნოემბერი 2018 00:35
0
დიდი ხანია ვიძახი რო იმსახურებს ნაკრებში შანსს და არა 5 წუთით შესვლას. ვფიქრობ ნაკრებში ძირითადის მოთამაშეც უნდა გახდეს
ქართველი
27 ნოემბერი 2018 00:07
0
ერთხელ ხომ გამოიყვანა მოედანზე. კიდევ ათამაშებს. აბა უცებ ქალაქი ვერ აშენდება. არა აქვს ნაკრებს ამხანაგური თამაშები, ამიტომ ძნელია მწვრთნელისთვის.
ისე დაცვას თუ ეხმარება? პასებს იძლევა? უბურთოდ მოძრაობს? და სხვა. ძალამიძეც უბერავდა თავიდან, მაგრამ ეხლა სადაა ხომ არ შემახსენებთ? ან ყენია, 16 წლის იყო მგონი ნაკრებში, ეხლა რას იქმს ლუქსემბურგში?
თქვენი ქება დიდება შეიძლება ამ ბიჭისთვის დათვური სამსახური იყოს.
ჰაჰა
27 ნოემბერი 2018 11:38
2
ქვეშ...ფსია ვაისის ხელში არ იწერია ამას ნაკრებში თამაში არადა კარგი პოტენციალი აქვს კარგი მწვრთნელის ხელში უფრო გაიხსნება ბიძგი უნდა და ნაკრებში თამაში პასუხისმგებლობაცა ამას თუ გაითავისებს ეგოიზმს უკან გადაწევს და მაგარი ფლანგერი გვეყოლება წარმატებები ასახელე ოჯახი და სამშობლო ღმერთი შენსკენ.
კახა
27 ნოემბერი 2018 02:29
5
ფეხბურთი ტელევიზორში მაინც არ გინახავს? ვაისზე რომ მაგას წერ აიღე ნაკრების ბოლო 19 მატჩის შედეგი, სტატისტიკა და დიდხანს უყურე იქნებ სიმშვიდე მოიპოვო და ზიზღი განდვნო შენი გონებიდან.
Semi
27 ნოემბერი 2018 10:55
2
წარმატებებს უსურვებ ლუკას, ვაისი ძალიან ჭკვიანურად უდგება ლუკას თამაშის საკითხს ჯერ მიაჩვია ნაკრების ატმოსფეროს და უახლოეს თამაშებში ძირითადშიც ითამაშებს
ზიზუ
27 ნოემბერი 2018 01:26
5
მარგალაიზერ მეგრელ.ბრავო ჯიმა.ნაკრებს ეს ბიჭი ძალიან გააძლიერებს...
ბაჩო
27 ნოემბერი 2018 11:15
1

სიახლეები პოპულარული