17 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე მახაჩკალის "ანჟიში" გააგრძელებს კარიერას.
მახაჩკალურმა კლუბმა ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი აიყვანა.
ქუთათელაძე "ანჟიში" სექტემბრიდანაა, გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და "სტროგინოსთან" ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ის ადრე პრაღის "სპარტაში" და "ლილში" ვარჯიშობდა, ხოლო 2016 წელს პსჟ-ში გადავიდა და 16-წლამდელთა გუნდში პარიზის პირველობაზე თამაშობდა.
ცნობისათვის, "ანჟი" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და შეიძლება გაკოტრდეს.
ნიკა ქუთათელაძე: პსჟ-სთან კონტრაქტში დიდი წვლილი კლუივერტს მიუძღვის
U16. ნიკოლოზ ქუთათელაძემ პსჟ-ში ულამაზესი მაკრატელა გაიტანა [VIDEO]
ნიკოლოზ ქუთათელაძე: რუსეთს პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოსთვის უნდა ვითამაშო!