"კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ

AutoSharing Option
ქართველი გიორგი ჩაკვეტაძით, რომ ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდება ქართველი გულშემატკივრისთვის არახალია, ამჯერად გავლენიანი სპორტული გამოცემა Mundodeportivo ბოლო პერიოდის სავარაუდო ტრანსფერების შესახებ წერს, სადაც საუბარი ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც ჰარი კეინი, მესუთ იოზილი და ცესკ ფაბრეგასია, გიორგი ჩაკვეტაძეზეც არის.

ესპანური გამოცემა ჰარი კეინს მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" უკავშირებს და სავარაუდო ფასად 200 მილიონს ასახელებს, Mundodeportivo-ს ინფორმაციით, მესუთ იოზილი "ინტერს" 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა შეუერთდეს, ხოლო ცესკ ფაბრეგასით, რომელსაც "ჩელსიში" დიდი სათამაშო დრო არ გააჩნია, "მილანია" დაინტერესებული.

რაც შეეხება ახალგაზრდა გიორგი
ჩაკვეტაძეს, ესპანური გამოცემა ქართველ ფეხბურთს "რომას" უკავშირებს და წერს, რომ პირადად რომას სპორტული დირექტორია მისით დაინტერესებული.

"Il Messaggero-ის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "რომას" დირექტორი მონჩი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ინტერესდება, ახალგაზრდა ტალანტი იმითაც გახდა ცნობილი, რომ მან ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, შემტევს ბელგიურ "გენტთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს." - ვკითხულობთ Mundodeportivo-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altlaroma24.it: მონჩი ბელგიაში იმყოფება და გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება

altsportmagazine.be: როგორ გახდა უეცრად გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნუ ვართ მაქსიმალისტები ხალხო. ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე მესი და რონალდოც ვერ თამაშობენ, ჩაკვეტაძე ჯერ ბავშვია როგორც მენტალურად ისევე ფიზიკურად. ვეთანხმები იმ აზრს რომ პირველი ეშელონის გრანდებში გადასვლა ჯერ ადრეა მისთვის. ეხლა მას სჭირდება მეორე ეშელონის გუნდები რომლებიც აქტიურად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე (სევილია, ვალენსია, დორტმუნდი, ტოტენჰემი, ლაციო, რომა) ვაღიაროთ რომ ბარსასთვის, რეალისთვის, ბაიერნისთვის და სხვა გრანდებისათვის ჯერ ის მზად არ არის. არც მენტალურად, არც ფიზიკურად და არც გამოცდილებით. გაზრდა ჭირდება და ზრდის პროცესში აბსოლიტურად ნორმალურია თამაშების ჩაგდება და ინერტულობა (სწორედ ამიტომ არ უნდა გადავიდეს გრანდში იქ არავინ გპატიობს თუნდაც ერთ ჩაგდებულ მატჩს).
dadu
10 დეკემბერი 2018 12:35
0
ვახო

როგორც ჩანს, აზრის გამოტანა ნათქვამიდან და ფეხბურთი ერთნაერად გესმის...
koka
10 დეკემბერი 2018 02:33
0
აუცილებლად უნდა გადავიდეს სადმე. ბაიერნი კარგი ვარიანტია. ცოტა გერმანულს ისწავლის.
მე ჯერი ვარ ღრუტუნაშვილი
10 დეკემბერი 2018 00:53
4
მიდი გელა! გოლები გვჭირდება..სამქულიანები.
აბო რუხაძე
10 დეკემბერი 2018 00:45
8
გელა ჩაკვეტაძე ჩვენი მომავალი ვარსკვლავია. მოუთმენლად ველით მის გადასვლას დუდელანჟში ყენიასთან კარგი დუეტი იქნებიან სათადარიგო სკამზე. ან იქნებ ანორთოსისმა წაიყვანოს..მეტს ვერ გაქაჩავს.
ჯუნგლები
10 დეკემბერი 2018 00:42
10
დაანებეთ თავი მარჩიელობას. ჩაკვეტაძის მაგარი გულშემატკივარი ვარ მაგრამ ჯერ მისთვის ბარსა, რეალი, რომა, ბაიერნი, დორტმუნდი და ტოტენჰემი ადრეა უნდა დაამტკიცოს ბელგიაში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასით. ეხლა ვუყურებ გენტის თამაშს ეუპენთან და საოცრად ინერტულია არ დარბის პასს არ ითხოვს დგას კუთხეში მორცხვად
მამუკა
09 დეკემბერი 2018 23:59
1
მართალია. ნუ ავიკლებთ ქვეყანას. ჩაკვეტაძეს კიდევ ბევრი სჭირდება მაღალი დონის მისაღწევად. ეხლა რომ მართლა რომაში გადავიდეს მაშინვე დუბლშემადგენლობაში უკრავენ თავს. კიდევ ერთი ორი სეზონი იყოს სადაცაა.
ბიძინა ივანიშვილი
10 დეკემბერი 2018 00:30
2
100%
ინერტულობის გარდა ბურთი რამდენჯერ დაკარგა? ფაქტიურად ვერაფერი ვერ გააკეთა და 65-ე წუთზე შეცვალეს.
გიო, ეგრე ვერ გავფრინდებით:(
Irakliy
10 დეკემბერი 2018 00:29
1
რით ჯობია იტალია??ერთი იუვე თამაშობს თორემ იტალია 10 წელია საქართველოს დონეზეა
ჯაბა
09 დეკემბერი 2018 23:19
10
იტალიის ჩემპიონატი თურმე ბელგიის დონის ყოფილა : )))) ეს პირველად გავიგე.და თურმე რომაც უკან გადადგმული ნაბიჯი ყოფილა.ეს ხალხი მგონი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს.იტალიის ჩემპიონატი ბელგიისას და შესაბამისად რომა გენტს ათი თავით ჯობია თუ მეტით არა
ვახო
09 დეკემბერი 2018 22:59
3
ჩემი აზრით წელს სადაც არის იქ ჯობია დარჩეს, რაც შეეხება რომას ყველაზე ჩუდი ვარინტია იტალიაში გადასვლა განსაკუთრებით რომაში.
კარაოკე
09 დეკემბერი 2018 22:08
4
გროზნოს ახმატში გადადის.
მურმანი
10 დეკემბერი 2018 00:47
3
იქნებ ვცდები, მაგრამ ჩაკვეტაძის რომაში გადასვლა რა სიკეთეა არ მესმის. ბაიერნი, კი ბატონო, ნამდვილად არის დიდი ნაბიჯი წინ და თან სათადარიგოზე ჯდომაც არ მოუწევს ზედმეტად. რომა კი იტალიური საშუალო გუნდიც ვერაა პრაქტიკულად.არც დიდი სხვაობაა ბელგიისა და იტალისს ჩემპიონატებს შორის... ეს ტოტის რომა არაა... ძალიან ეკლექტურ და ბუნდოვან ფეხბურთს თამაშობს... იტალიური ფეხბურთი, ძველი საფეხბურთო აზროვნების პროდუქტია და თანამედროვე ფეხბურთს დაშორდა...იქნებ ვცდები...
koka
09 დეკემბერი 2018 20:49
21
ისე შაყირი იქეთ იყოს და რუსულ გუნდებს დომებიათ ჩაკვეტაძე ძაან. განსაკუთრებით ენისეის და უფას.
ბიბიბებს ბალახი
10 დეკემბერი 2018 15:08
1
კი ნამდვილად ცდები, თან რაც დაწერე ყველაფერში :))
V
10 დეკემბერი 2018 13:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული