საბა ლობჟანიძემ ლამაზი გოლით "რანდერსს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში "რანდერსმა" სტუმრად "ვენსდსისელი" 1:0 დაამარცხა და გოლი ქართველმა თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

საბამ 44-ე წუთზე თანაგუნდელისგან გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.

ლობჟანიძემ ამ სეზონში ქვეყნის პირველობაზე 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"რანდერსი" 25 ქულით მე-8 ადგილზეა და 15 დეკემბერს "ვეილეს" მასპინძლობს.

altლობჟანიძემ პარუნაშვილს წითელი ბარათი მიაღებინა

altსაბა ლობჟანიძემ "ოლბორგს" გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმ ფონზე როცა ნაკრების ყველა ძირითადი თავდამსხმელი არ არის ფორმაში, თან ვაკოც უვარჯიშებელი იქნება გაზაფხულისთვის რადგან ამერიკაში სეზონი დასრულებულია, საბას რომ მიეცეს შანსი ფორვარდათ თამაშის არ იქნება ურიგო, ორივე ფლანგზე კარგად თამაშობს, სისწრაფე და ტექნიკაც აქვს. ჩვენ ნაკრებს გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე უფრო გამოსდის თამაში.
semi
10 დეკემბერი 2018 10:56
0
ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და კვეკვესკირის ადგილია ნაკრებში და საბასი არა???
xxx
10 დეკემბერი 2018 10:21
3
ვინც ჩამოთვალეთ იმატ რა უჭირთ კიდევ... კაჭარავა , დვალიშვილი, არაბული,ზივზივზძე დაგავიწყდათ. ისე არაბიძეს არ იძახებენ და საბასი გიკვირთ?
emigranti
10 დეკემბერი 2018 19:48
0
ეს რა ბურთი გაუანია, მიდით ბიჭებო, მიდით, ისეთი ბიჭები მოდიან, მგონი ჯგუფიდან გავიდეთ. გააფრძელეთ პროგრესი და გაგვახარეთ!
უხ შენი
09 დეკემბერი 2018 21:46
0
საბას წარმატებები, ძალიან მაგარია ბიჭია, ნაკრებში აუცილებლად უნდა ვათამაშოთ
Dato
09 დეკემბერი 2018 19:42
0

სიახლეები პოპულარული