ნიკა კაჭარავამ ჩემპიონატზეც გაიტანა გოლი

AutoSharing Option
"ანორთოსის" ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ისევ დაიწყო გოლების გატანა.

კვიპროსის თასზე "აკრიტასთან" შესრულებული დუბლის შემდეგ მან გოლი ჩემპიონატზეც გაიტანა.

ქვეყნის პირველობის მე-12 ტურში "დოქსასთან" მოგებულ საშინაო მატჩში (3:1) კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და გოლი 81-ე წუთზე გაიტანა. ამას გარდა, მან პენალტიც მოინადირა და საერთოდ, ძალიან აქტიური იყო.

ეს მიმდინარე პირველობაზე მისი პირველი გოლია.

ასევე სასტარტოში იყო ნიკას თანაგუნდელი ბექა მიქელთაძე და 74-ე წუთზე შეცვალეს.

"ანორთოსისი" 19 ქულით მე-6 ადგილზეა და 15 დეკემბერს "პაფოსს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ეს არი ნამდვილი კაჭარავა მოდის აზრზე ნელ ნელა და ნაკრებსაც ასეთი ჭირდება კარგ ფორმაში .
Giosvani
00:00 10-12-2018
5
ყოჩაღ ნიკა, მაგრად გითამაშია, წარმატებები კვიპროსში...ნაკრებში გეგმა შესრულებული გაქვს "ქუსლურით" და შეგიძლია არ ჩამოხვიდე, სანამ არ მოგვენატრები:)))
emigranti
23:15 09-12-2018
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული