"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ეუპენი".

მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე სტალონე ლიმბობმემ შეცვალა.

ანგარიში მე-12 წუთზე მცველმა სიგურდ როსტედმა გახსნა, რომელიც უკანასკნელ მატჩებში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 29-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სულეიმან მარემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, 78-ე წუთზე კი "ეუპენს" მეორე გოლი ისევ მცველმა გაუტანა - ამჯერად დილან ბრონმა.

"გენტმა" 28 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე გადავიდა და 14 დეკემბერს გასვლაზე "შარლერუას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გენტში მართლა უმეტესობა თავისთვის თამაშობს,რამდენს იხსნებოდა წუხანდელ თამაშზე ჩაკვე მაგრამ რათგინდა პასს არ აძლევენ,ან შესაცვლელი რა სჭირდა რამდენჯერ ერთი ერთზე შეიძლებოდა მისი დატოვება,რამდენიმე ფეხბურთელია ვინც გუნდზე თამაშობს დანარჩენები დაადებენ თავს მირბიან მერე ბურთს დაკარგავენ და ეგაა.მაგრად უმართლებს გენტს თამაშებს რომ იგებს,მასზე დაბალი დონის გუნდები არიან და იმიტომ
ვახო
10:34 10-12-2018
0
რაც მალე შეიცვლის გუნდს , მით უკეთესი, ოღონდ გრანდი ჯერ ადრე მგონია. აი ისეთი ლიგებზე რომ მუდმივად გადის ჯგუფიდან. ისე დიდი ნაგრუზკით თამაშობს, და ცოტა დასვენება არ აწყენდა, ახალგაზრდაა ჯერ და ტრავმის რისკი დიდია. მაგიტომაც გაიყვანეს ალბათ, უფრთხილდებიან.ხო ყველა თავისთვის თამაშობს.
ლევანი
23:16 10-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული