ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ეუპენი".
მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე სტალონე ლიმბობმემ შეცვალა.
ანგარიში მე-12 წუთზე მცველმა სიგურდ როსტედმა გახსნა, რომელიც უკანასკნელ მატჩებში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 29-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სულეიმან მარემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, 78-ე წუთზე კი "ეუპენს" მეორე გოლი ისევ მცველმა გაუტანა - ამჯერად დილან ბრონმა.
"გენტმა" 28 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე გადავიდა და 14 დეკემბერს გასვლაზე "შარლერუას" დაუპირისპირდება.