"ესტონურ პასპორტს ყოველდღე ველოდები" - ზაქარია ბეგლარიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
ტალინური "ფლორას" ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი 2018 წლის ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მან გასულ სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 24 საგოლე გადაცემაც დაუმატა.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ესტონეთის მოქალაქეობის მიღების შესახებაც ისაუბრა.

"კარგი წელი მქონდა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია, მერჩივნა, რაიმე ტიტული მოგვეგო - ჩემპიონატი ან თასი. პირადად ჩემთვის კი კარიერის საუკეთესო სეზონი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს. რაც შეეხება ესტონურ პასპორტს, მას ყოველდღე ველოდები. 11 ნოემბერს გამოცდა ჩავაბარე და
საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება" - განაცხადა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

28 წლის ფეხბურთელი "ფლორაში" 2014 წლის იანვრიდან თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში რამდენიმე წუთის განმავლობაში აქვს ნათამაშები.

altზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]

altბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა ჩააბარა - მას ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
gmertma xeli moumartos...mara etyoba estonetis chempionati zan dabali donea tore roca kacs 30-ti goli gaaqvs sezonshi evropis sashvalo klubebis rigi unda edges...gamodis ro estonetis chempi seleqcionrebs saertot arainteresebt
romandro
17:40 10-12-2018
2
კაჭარავას კი ჯობია
გელა
16:24 10-12-2018
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული