ჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. Voetbalkrant.com-ის ცნობით, "გენტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლეიმექერსა და შემტევს ეძებს.

როგორც ბელგიური გამოცემა იუწყება, "გენტი" და "ანდერლეხტი" "შარლეუას" პერუელი შემტევი ნახევარმცველით, კრისტიან ბენავენტეთი ინტერესდებიან, 24 წლის ფეხბურთელი კი სწორედ იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც 19 წლის ქართველი.

"ანდერლეხტი" პრობლემის გადასაჭრელად პერუელი კრისტიან ბენავენტეს შეძენას გეგმავს, მაგრამ მისი კონკურენტი "გენტია", რომელიც მთლიანად 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეზეა დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ ეს ვარიანტი არ გამოვა, "ბუფალო" ("გენტის" ზედმეტსახელი) ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სხვა ფლეიმეიქერის
და შემტევის შეძენას შეეცდება", - ვკითხულობთ Voetbalkrant.com-ზე.

როგორც ჩანს, "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის ზამთარშივე გასხვისებაზე ფიქრობენ, გავრცელებული ინფორმაციით კი, ახალგაზრდა ქართველით "ტოტენჰემი", "რომა", "ბარსელონა" და სხვა კლუბები ინტერესდებიან.

alt"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

alt"კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ


მკითხველის კომენტარები / 8 /
არიქა, შემტევი და ფლეიმეიქერი თუ აინტერესებთ, ჯანოს არავინ შესთავაზებს, ნეტავ?
0
ჩაკვეტაძე და შერმადინი ფაჩულიას იდეალური შემცვლელები არიან. მილტონ ჰეიგს მხარდაჭერა სჭირდება და მაგარ ნაკრებს დაგვიყენებს.
მიდი გელა!
გელა ნუგზარაშვილი
20:00 11-12-2018
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული