პოლონეთის ექსტრაკლასაზე ისევ გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა.
გიორგის გუნდი საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა კრაკოვის "ვისლასთან" და ამ ამ ტჩში ანგარიში 48-ე წუთზე მან გაათანაბრა. თუმცა, მისმა გუნდმა მაინც წააგო.
მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.
მერებაშვილმა წინა ტურში "კორონასთან" შეხვედრაში (2:2) დუბლი შეასრულა, სულ კი ქვეყნის პირველობის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
პლოცკური გუნდი 19 ქულით მე-12 ადგილზეა და 21 დეკემბერს გდინიაში ლუკა ზარანდიას "არკას" შეხვდება.