"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

AutoSharing Option
14 დეკემბერს, ბელგიის A დივიზიონის მე-19 ტურში "გენტი" სტუმრად "შარლერუასთან" 0:2 დამარცხდა.

"გენტი" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, 88-ე წუთზე იქით გაუშვა გოლი, რის შემდეგაც დიდი ძალებით შეუტია და კონტრშეტევაზე მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ისევე როგორც წინა ტურში "ეუპენთან", საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაატარა. პირველ ტაიმში მისი პასით თავდამსხმელ იარემჩუკს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და
მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა დაიჩივლა, რომ თამაში საფინალო სასტვენამდე გრძელდება, მისმა გუნდმა ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა და დაისაჯა.

"გენტი" 28 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 21 დეკემბერს, შემდეგ ტურში "სერკლ ბრიუგეს" მასპინძლობს, იქამდე კი 18 დეკემბერს თასის მეოთხედფინალში, გასვლაზე "სენტ ტრუიდენს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
არაბიძეს რომ მაგის მენტალიტეტი და პრაქტიკა ქონდეს, ბევრად უკეთესი იგროკია
ლევანი
00:36 16-12-2018
3
ან ქებამ აწყინა, ან უბრალოდ გადაიწვა. ყველა თამაში ითამაშა ტიპმა. თასი, ჩემპიონატი, ევროპა, ნაკრები. ბავშვია ჯერ. ფანჯარა სულზე მოუსწრებს მაგას ახლა, მთავარია უტრამვოდ ჩაამთავროს.
ვასო
00:35 16-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული