თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი: მას არ აწყობდა ის სათამაშო დრო, რომელიც ეძლეოდა

AutoSharing Option
თემურ ლეფსაიამ, რომელიც "კრასნოდარის" ყოფილი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა კონტრაქტისთვის ხელის მოწერის დროს, ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი ხელშეკრულების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. ოქრიაშვილს არ აწყობდა ის სათამაშო დრო, რომელიც ეძლეოდა. "კრასნოდარის" ხელმძვანელობის მადლობლები ვართ, რომ გაგვიგეს. მადლობა, რომ თავის დროზე "კრასნოდარმა" ნდობა გამოხატა და ოქრიაშვილი გუნდში მიიწვია.

"კრასნოდარი" სუპერკლუბია, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზეა. სერგეი გალიცკისა და ვლადიმირ ჰაშიგის მადლობლები ვართ, რომ ჩვენს ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადეს. ვფიქრობ, ამის გამო არ ნანობენ.

ოქრიაშვილს კლუბისთვის
ცოტა სარგებელი არ მოუტანია. ასევე, მან კრასნოდარელ გულშემატკივრებს ემოციური მომენტები აჩუქა. "ზენიტისა" და "სევილიას" კარში გატანილი გოლები ყველას გვახსოვს. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ამიტომ "კრასნოდარის" ხელმძღვანელობამ მას გაუგო და ორმხრივი შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღეს.

ოქრიაშვილი ამბიციური ადამიანია. მას მოედანზე მაქსიმალურად დიდი ხნით სურს ყოფნა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა და დაშორდნენ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კრასნოდარელ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის თბილად ექცეოდნენ თორნიკეს.

ახლა ოქრიაშვილი შვებულებაშია, მისი საქმეებით ჩვენ ვართ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი არის, როგორც რუსული, ისე ევროპული კლუბებიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სამსახურის გარეშე ის არ დარჩება", - თქვა ლეფსაიამ.

alt"კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

მომზადებულია Sport24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოქრიმ რომ მოინდომოს ვარსკვლავი გახდება უნიჭიერესია მაგრამ ზარმაცია ეხლა შვებულებაშია და არამგონია ვარჯიშით თავი მოიკლას პირიქით გაზარმაცდება სამწუხაროდ ეგრრე მგონია , მთელ საქართველოს გვინდა მას რომ წარმატებული კარიერა ქონდეს მაგრამ სამწუხაროდ ცოტა დისციპლინაში მოიკოჭლებს . წარმატებები ოქრის
ტოტტი
17:45 17-12-2018
1
რონალდო წავიდა, მოდრიჩს 16 თამაშში გოლი არ აქვს გატანილი. იდეალური შანსია რეალისთვის უფასოდ გაძლიერდეს. სად იყურება ეს პერესი???
სარკაზმი
21:09 17-12-2018
19
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული