"ლუცერნის" სპორტული დირექტორი: ოთარ კაკაბაძე ძალიან დაგვაკლდა, გვილიამ შანსი უნდა გამოიყენოს

AutoSharing Option
შვეიცარიული გამოცემა luzernerzeitung.ch-ი "ლუცერნის" სპორტულ დირექტორ რემო მეიერს კლუბის შესახებ ესაუბრა.

რემო მეიერმა პირველ წრეში კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგზე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასა და სხვა საკითხებთან ერთად "ლუცერნის" ქართველ ლეგიონერებზე - ოთარ კაკაბაძესა და ვაკო გვილიაზეც ისაუბრა.

"ოთარ კაკაბაძე მიღებული ტრავმის შემდეგ დაცვაში ძალიან დაგვაკლდა, ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მარჯვენა ფლანგს შესანიშნავად აკონტროლებს. დარწმუნებული ვარ, ის მალე დაგვიბრუნდება. მოლოდინები გვაქვს ვაკო გვილიასთან დაკავშირებითაც, თუმცა ის ახლა მარტივ სიტუაციაში არ არის, გაზაფხულზე მიღებულ ტრავმამდე კარგად თამაშობდა, მას შემდეგ კი უჭირს. ამჟამინდელი მწვრთნელი
თამაშს სხვა მოთამაშეებზე აგებს, ვაკო როგორც კი შანსს მიიღებს, უნდა გამოიყენოს." - განაცხადა რემო მეიერმა.

"ლუცერნი" შვეიცარიის სუპერლიგაში მეხუთე პოზიციას იკავებს, მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძემ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ვაკო გვილიამ კი 11 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

altვაკო გვილია 20 წუთი ათამაშეს - "ლუცერნმა" მოიგო

altვაკო გვილიას თამაში მწვრთნელს არ მოსწონს და იანვარში "ლუცერნის" დატოვება მოუწევს

altკაკაბაძე ტრავმირებულია, გვილია 15 წუთი ათამაშეს და "ლუცერნი" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული