რუსულმა საიტმა ოქრიაშვილის "კრასნოდარიდან" წასვლის მიზეზი თავისებურად განმარტა

AutoSharing Option
რუსულმა საფეხბურთო პორტალმა ქართველი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარიდან" წასვლის მიზეზი თავისებურად განმარტა.

soccernews-ი ტელეგრამ-არხ "Мутко против"-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქრიაშვილი პაველ მამაევის მეგობარია, რომელიც რამდენიმე ადამიანის ცემის გამო წინასწარ პატიმრობაში "ბუტირკას" ციხეშია.

საიტი ირწმუნება, რომ ზაფხულში ოქრიაშვილმა, მამაევმა, სტანისლავ კრიციუკმა, ანდრეი სინიცინმა, რომან შიშკინმა და იური კალინინმა ავსტრიულ შეკრებაზე თვითნებურად დატოვეს სასტუმრო, დილით კი ისინი მწვრთნელმა გამოიჭირა. მწვრთნელმა მათ სამედიცინო ტესტის ჩაბარება მოსთხოვა, მაგრამ ფეხბურთელებმა უარი განუცხადეს და საბოლოოდ ისინი დააჯარიმეს.

ოქრიაშვილის აგენტმა თემურ ლეფსაიამ თქვა, რომ მის კლიენტს სისტემატურად
თამაში არ უწევდა და ამიტომ გაწყვიტა კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი.

ოქრიაშვილმა 2016 წლიდან მოყოლებული "კრასნოდარში" 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
როდესაც ასეთი ნიჭიერი ხარ, როდესაც მთელი ქვეყანა შემოგყურებს და ამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს, როდესაც ყველაფერი შენს ხელშია და შენ კი მაიმუნობას გადააყოლებ კარიერას და პერსპექტივას, აქ უკვე ინტელექტის სერიოზულ დეფიციტზეა საუბარი.
ირაკლი
11:18 20-12-2018
0
3 გოლზე მეტი თუ არ გაუტანია კიდევ დიდხანს გაუჩერებიათ. ასეთი საქციელის სპორცმენი (თუ მართალია და დარწმუნებული ვარ მართალია) სერიოზულ გუნდებმა ახლოსაც არ უნდა გაიკარონ,აი ჩავიდეს ქარელში კასპში და იქ ითამაშოს თუკი ათამაშებენ.
დათო
10:44 20-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული