გიორგი წიტაიშვილი უკრაინის საუკეთესო ტალანტების გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის წევრი, გიორგი წიტაიშვილი უკრაინული გამოცემა Goldtalant.com.ua-ს გამოკითხვაში, რომელიც 19-დან 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის ტარდებოდა, მეოთხე ადგილზე გავიდა, მან ხმების 12% დააგროვა.

პირველი ადგილი კიეველთა 19 წლის მეკარე ვიტალი მიკოლენკომ დაიკავა, მეორეზე პოზიციაზე ასევე მეკარე ანდრეი ლუნინი გავიდა, რომელიც მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და "ლეგანესშია" განათხოვრებული, მესამე კი "მარიუპოლის" მოთამაშე ვლადისლავ ვაკულაა.

18 წლის ფეხბურთელი "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და დებიუტი ძირითად გუნდში ევროპა ლიგაზეც ჰქონდა, ის მწვრთნელმა "იაბლონეცთან" მატჩში მოედანზე 30 წუთით შეუშვა.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის
ახალგაზრდული ნაკრების წევრია, იგი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის - კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია.

altწიტაიშვილი: აქ გავიზარდე და კიევის "დინამო" ჩემთვის ყველაფერია

altევროტურნირებზე წიტაიშვილის დებიუტი შედგა - ის უკრაინული თუ ქართული ფეხბურთის იმედია?

altწიტაიშვილი კარგი თავდამსხმელია და სფფ-მ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უნდა დაიყოლიოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
კლიმენტი ვერ იპოვეთ ინტერვიუ რომ აიღოთ, რას აპირებენ სანაკრებოდ?
emigranti
17:58 21-12-2018
0

სიახლეები პოპულარული