ბელგიური მედია: "გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის გამო ღელავს, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის თასის მეოთხედფინალში "სენტ-ტრიუდენთან" მატჩში ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ამის შემდეგ ის "სერკლ ბრიუგესთან" განაცხადში მოხვდა, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე მწვრთნელმა განაცხადიდან გამოიყვანა.

როგორც ბელგიური გამოცემა walfoot.be-ი იუწყება, "გენტში" ქართველი ნახევარმცველის გამო ღელავენ, რადგან შესაძლოა მან რამდენიმე კვირა გამოტოვოს.

"ბუფალოს" შესანიშნავი კვირა ჰქონდა: ჩემპიონატში გაიმარჯვა და თასის ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ გუნდის ლიდერი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით დაკარგა. გიორგი ჩაკვეტაძემ სერიოზული ტრავმა მიიღო, მან "სენტ-ტრიუდენთან" მატჩში მუხლი დაიზიანა. თავდაპირველმა კვლევებმა სერიოზული არაფერი აჩვენა, თუმცა საბოლოო პასუხი უსიამოვნო იყო.

ჩაკვეტაძე თავდაპირველად განაცხადში
იყო, თუმცა საბოლოოდ სათადარიგოთა სკამზე არ გამოჩენილა, მის გარეშე "გენტმა" "სერკლ ბრიუგე" მარტივად დაამარცხა." - ვკითხულობთ walfoot.be-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altქვილითაია გულშემატკივრებს ამშვიდებს - ჩაკვეტაძეს სერიოზული არაფერი არ სჭირს

altმწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადიდან გამოიყვანა - "გენტმა" "სერკლ ბრიუგე" გაანადგურა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ბევრი შეხვედრა ათამაშეს შეუცვლელად , ცოტა უნდა დაასვენონ ხოლმე ბავშვია ჯერ ... არ მგონია სერიოზული რამე იყოს , ისედაც ისეთი აღნაგობა აქვს ტრამვიანი ბიჭი არ იქნება ნუ გეშინიათ ...
beji
15:03 23-12-2018
1
"რომ არა ტრამვები ჩაკვეტაძეს უდიდესი მომავალი ექნებოდა"!- გაზეთი სპორტი. 23 დეკემბერი 2029 წელი
Saba
12:03 23-12-2018
123
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული