23 დეკემბერს, კვიპროსის პირველი ლიგის მე-14 ტურში ქართველების "ანორთოსისმა" ლიმასოლში 3:0 დაამარცხა აელ-ი.
მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა "ანორთოსისის" ორივე თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა.
ეს კვიპროსის მიმდინარე პირველობაზე მიქელთაძის მეორე გოლია.
დუბლი კი სლოვაკმა ლეგიონერმა მიხალ დურიშმა შეასრულა.
ამ მოგების შემდეგ ფამაგუსტურ გუნდს 23 ქულა დაუგროვდა, მეოთხე ადგილზეა და 5 იანვარს ალკის მასპინძლობს, იქამდე კი 2 იანვარს თასზე "ენოსისს" შეხვდება.