"გენტმა" ჩაკვეტაძეს საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება მიულოცა

AutoSharing Option
"გენტმა" თავისი გუნდის ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება მიულოცა.

კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში წერია, რომ ჩაკვეტაძემ შესანიშნავად ითამაშა ნაკრებში, რომელმაც ერთა ლიგაზე ჯგუფში გაიმარჯვა, მის რიგებში წელს 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და განსაკუთრებით აღსანიშნავი ასტანაში ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან გატანილი გოლია, რომელიც ამ ტურნირზე პირველი გოლი იყო.

აგრეთვე ხაზგასმულია მისი კარგი და სტაბილური ასპარეზობა "გენტში"და იმასაც ახსენებენ მკითხველს, რომ კონტრაქტით კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული და წარმატებებს უსურვებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე კარგი და სასიხარულო ისაა, რომ ეს ახალი ტიპის ქართველი ფეხბურთელია. ამიტომ არ მომწონს ქინქლაძეს ან ვინმე სხვას რომ ადარებენ. მენტალურადაც, თავმდაბლობითაც, შრომითაც, აზროვნებითაც და მოძრაობითაც კი სრულიად ახალი ტიპის ფეხბურთელია.უკეთესი ან უარესი კი არა, განსხვავებული. ძალიან მომწონს, რომ მარტო გუნდზე კი არ თამაშობს, ან ინდივიდუალურად იღებს თამაშს საჭირო დროს ტავის თავზე, არამედ ზოგდად კარგად გრძნობს ტემპს და დინამიკას, გუნდის მაჯისცემას და ტიპიური ქართული " საკუთარი თავის" წარმოჩენის და "იგროკობის" დამტკიცების მაგივრად - უბრალოდ თამაშობს და გამარჯვება უნდა გუნდის. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებები არ გააფუჭებს და ზედმეტი ქებით იმაზე მაღლა არ წარმოიდგენს საკუთარ როლს და შესაძლებლობებს ვიდრე დროსთან მიმართებაში საჭირო იქნება. წარმატებები გიორგი, რაც მთავარია მგონია ნუ იფიქრებ იმაზე ვინ რას წერს და ვის რა უნდა დაუმტკიცო, ითამაშე უბრალოდ და ნელ-ნელა მოვა დიდი გამარჯვებები.
გადასარევი გიორგი
01:01 30-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული