"გენტმა" თავისი გუნდის ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება მიულოცა.
კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში წერია, რომ ჩაკვეტაძემ შესანიშნავად ითამაშა ნაკრებში, რომელმაც ერთა ლიგაზე ჯგუფში გაიმარჯვა, მის რიგებში წელს 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და განსაკუთრებით აღსანიშნავი ასტანაში ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან გატანილი გოლია, რომელიც ამ ტურნირზე პირველი გოლი იყო.
აგრეთვე ხაზგასმულია მისი კარგი და სტაბილური ასპარეზობა "გენტში"და იმასაც ახსენებენ მკითხველს, რომ კონტრაქტით კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული და წარმატებებს უსურვებენ.