საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შეიძლება ნაახალწლევს გუნდი გამოიცვალოს.
ყაზახური prosports-ი ირწმუნება, რომ მისი სამსახურით კოსტანაის "ტობოლი" და ტირასპოლის "შერიფი" არიან დაინტერესებულნი.
გამოცემის მტკიცებით, ვაკოს "ლუცერნის დატოვება" არ უნდა.
"ლუცერნის" მწვრთნელი რენე ვეილერი გვილიას არ ათამაშებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მისი დარი მოთამაშეების ადგილი ფეხბურთში არ იქნება.
"ტობოლის" ღირსებას ქართველი ლეგიონერები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი იცავენ, ხოლო "შერიფში" ახლახან გორის "დილადან" თავდამსხმელი ლეანდრო რიბეირო გადავიდა.
პრობლემა ისიცაა რომ, ქართველი ფეხბურთელები ფულის საშონვლად მიდიან , რა ხარისხის ფეხბურთია არ აინტერესებთ, ეს ტენდეცია დიდი დროს წინ დაიწყო. და კიდევ ერთი, პონტები იწყება, მე ევროპაში ვცხოვრობ, ნახე რა მანქანა მყავს, კაი პონტში ვარ და ა.შ.
სამწუხაროდ ესაა ჩვენი ერის უბედურება!