არც მიწისაა, არც ცისა - ანანიძეს "სპარტაკი" არ იტოვებს, "კრილიაში" გადასვლა კი არ ინება

AutoSharing Option
ერთობ გაურკვეველ სიტუაციაშია ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 1.5 წლის შემდეგ უმთავრდება, მაგრამ გუნდს მისი დატოვება არ უნდა. არ უნდა - ერთია, მეორე კი ისაა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ეს კომპენსაცია კი, ფეხბურთელის სეზონური 2-მილიონევროიანი ხელფასის გათვალისწინებით, თავადაც ხვდებით, გვარიანი იქნება.

ჯანოს სამსახურით დაინტერესება "კრილია სოვეტოვმა" გამოთქვა, მაგრამ მან სამარაში გადაბარგება არ ისურვა.

"ამბობენ, ჯანოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "სპარტაკში" დარჩენა და უარს ეუბნება "კრილიას". ისე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი
ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული", - დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ჟურნალისტმა მაკსიმ ალანაზაროვმა და ეს ამბავი დღეს bombardir.ru-მ გვაუწყა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სპარტაკი" ანანიძეს შეკრებაზე არ წაიყვანს.

მოკლედ, ვითარება ჩიხში შევიდა - "სპარტაკს" მისი დატოვება არ უნდა, ხოლო მას - გუნდიდან წასვლა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ გაზეთმა ერთხელ უკვე დამბლოკა, როცა ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ იმ 2 მილიონიდან რაც ჯანოს ხელფასია 70% (თუ მეტი არა) სხვების ჯიბეში მიდის. ეხლა ამ გაზეთს თუ რუსეთში მაფიოზური კლანების არსებობა ან უკვირს ან არ ჯერა, მაშინ რაღაც სხვა დაავადებასთან გვქონია საქმე.
აგე, რუსი წერს რომ ჯანოზე არ არის დამოკიდებული კრილიაში წავა თუ სპარტაკში დარჩებაო. თქვენ რა დაგემართათ? მისი ბედი, ხელფასი, სად ითამაშებს დამოკიდებულია სხვა ხალხზე, ჰოდა გადაწყვეტილებას ისინი იღებენ და არა ჯანო ან თქვენ.
ჰაჰა
03 იანვარი 2019 14:04
1
რაში გამოიხატება ამათი სამშობლოს სიყვარული , კი ბატონო საუკეთესო წლები გაატარე განვითარდი უცხოეთში , ითამაშე შეიგრძენი , მარა დაბრუნდი საქართველოში განავითარე შენი ქვეყანაც , რამდენი უნდა იშოვო ფული ამ ცხოვრებაში არა? ხალხი რა თანხებით ცხოვრობს მარა არსად მიდიან და არავინ თქვას რო ვერ მიდიანო , არ მიდიან და თქვენ რა გჭირთ ბიჭო ადექით და ჩამოდი ხალხი მოვა გიყურებთ და შეგიყვარებთ. ფულის დედავატირე როდის უნდა მიხვდეთ რამეს ფედერაცია თქვენ მაინც მიეცით რამე სტიმული ან ბიძგი , თავისით უჭირთ ეტყობა გაანალიზონ სად იყვნენ და სად არა.
ვინმე
03 იანვარი 2019 10:49
6
რაც არ უნდა დიდი ფინანსები ტრიალებდეს რუსეთის შიდა ჩემპიონატში და რამდენი ლეგიონერიც არ უნდა თამაშობდეს, მაინც დაბალი დონის ჩემპიონატი და ფეხბურთელებისთვის რეგრესის მომტანი არის და იქნება.
ჩვენი ფეხბურთელებიც რაც მალე მიხვდებიან ამას მით უკეთესი მათი მომავლისთვის.
WTF
03 იანვარი 2019 09:29
4
ჯანოს აგენტია უვარგისი, თორემ ეს ბიჭი საშუალოზე უფრო ძლიერ გუნდში თამაშს როგორ არ იმსახურებს? სპარტაკი არის ნაგავი გუნდი თავიანთი მენტალიტეტით!
დავით 67
02 იანვარი 2019 22:20
2
ლიდერის თვისებებით დახატავდა დინამოს ეს ცენტრში კაკაბაძე ფლანგზე არველაძე წინ და დინამოს ამბიციები გაუჩდება ევროპა ლიგაზე მოხვედრის მაგრამ არც ჯანო არც კაკაბაძე არც არველაძე და არც დაცვის ცენტრში კვირკველია დინამოში წამომსვლელები არ არიან არადა ყოველ ორ კვირაში ერთხელ კარგი საღამოები ევროპულ კლუბებთან ჯახი გულშემატკივრობა დაბრუნდებოდა 50000 კაცი დინამოს რო შემოსძახებდა წარმოდგენაზეც კი მაჟრიალებს
კახა
02 იანვარი 2019 20:36
10
მხოლოდ ევროთასების გამო ამ ხალხის აქ ჩამოყვანა არც ქართულ ფეხბურთს გამოადგება და არც მათ. ქართველი ფეხბურთელებიდან საუკეთესონი რომ მოაგროვო, ჯგუფურ ეტაპს ან გასცდებიან, ან არა. მეორე საკითხია ხელფასი. დარწმუნებული ვარ, ანანიძეს უფრო მეტს უხდიან, ვიდრე დინამოს ყველა ფეხბურთელს ერთად აღებულს. არანაკლებს იღებენ კაშია, ყაზაიშვილი...
Lasha
03 იანვარი 2019 11:15
0
ვაჭარია თუ ფეხბურთელი? ფულის ბ...
Ппп
02 იანვარი 2019 20:36
22
შენ რა და რითი დაიმსახურე...სხვებზე რომ წერ ...ჯერ ერთი ჩვენი პატივისცემა და მხარდაჭერა იმით დაიმსახურა რომ ბოლო ტრამვა ნაკრებში მიიღო და მანამდის კიდევ თავისი კარიერა სასწორზე დააგდო იმის გამო რომ საქართველოს სახელით ეთამაშა და შენისთანა უმადურებით რომ გაივსო ეგ ქვეყანა აი მაგიტომაც ვართ ეგეთ დღეში ...მაგრამ შენ ისეთივე ქართველი იქნები როგორიც ზარბაზნებზე გაყვიროდნენ !!!
auee
02 იანვარი 2019 20:30
4
ჩვენ კი ყველას გვინდა ჯანოს ევროპულ გუნდში ხილვა და მისი წარმატებები მაგრამ რეალობას რომ შევხედოთ ყველამ, სპარტაკმაც, სკაუტებმაც და ჯანომაც იცის მისი ტრავმატულობის ამბავი და ამ ხელფასის მეხუთედის შოვნაც პრობლემა იქნება. სპორცმენის კარიერა ხომ ესე მოკლეა ამიტომ რატომაც არა ამოიღოს სრულად კუთვნილი თანხა და მანამდე რამეც გამოჩნდება. წარმატებები ვუსურვოთ და სწორი გადაწყვეტილება მიეღოს :)
Felisio
02 იანვარი 2019 19:26
0
საქართველოს ჩემპიონატისთვის ცოდოა თორემ დინამოში უნდა თამაშობდეს
გიო
02 იანვარი 2019 19:21
3
რუსებმა შეიძლება თქვან ,რომ არ ინება,მაგრამ ჩვენგან, ჯანოზე ასეთი ტონით საუბარი?მას ეს არ დაუმსახურებია.
სოსო
02 იანვარი 2019 18:18
4
ლევანის - ეგრე ჩანს პრიმიტივებისთვის.
ზვიადი
03 იანვარი 2019 05:42
0
daimsaxura, utavmoyvareobas amjgavnebs ukve amdeni celia ise udzvreba. ase chans da tu asea, rusebisgan ki ara - zusradac chvengan daimsaxura...
levani
02 იანვარი 2019 18:41
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული