ოფიციალურად: ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
ბელგიის პირველი დივიზიონის "ბეერსხოტი" იტყობინება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარებულ ირაკლი ბუღრიძეს 1.5+2 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს.

21 წლის ბუღრიძე უკვე შეუერთდა "ბეერსხოტს" მურსიაში შეკრებაზე.

გუნდის მწვრთნელის თანაშემწე ერნან ლოსადა ამბობს, რომ ირაკლი ახალგაზრდა, სწრაფი და ტექნიკურია და გუნდის გაძლიერება შეუძლია.

ბუღრიძემ გასულ სეზონში "ჩიხურას" შემადგენლობაში ეროვნულ ლიგაზე 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია ოღონდ რუსეთი და უკრაინა არა ევროპისკენ ბიჭებო
გოგა
22:26 05-01-2019
0
წარმატებები სულ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული