სლუცკი ანანიძის ტრანსფერის გაჩარხვას დღესვე იმედოვნებს - რატომ შეიძლება ვერ გადავიდეს ჯანო "ვიტესში"?

AutoSharing Option
ცნობილი ხდება დეტალები, თუ რატომ გაჯანჯლდა "ვიტესში" ჯანო ანანიძის ტრანსფერი, რომელმაც "სპარტაკიდან" "კრილია სოვეტოვში" გადასვლა არ ისურვა და "ვიტესში" იჯარით უნდა გააგრძელოს კარიერა.

გუშინ "ვიტესი" შეკრებაზე "ვოლფსბურგთან" 0:3 დამარცხდა და გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახა, რომ სასწრაფოდ სჭირდება ჯანოს დარი შემოქმედებითი ფეხბურთელის დამატება, სწორედ ისეთის, ახლა კრეატიულს რომ უწოდებენ.

თუმცა, ჟურნალისტი მაკსიმ ალანაზაროვი იუწყება, რომ ტრანსფერი შესაძლოა ნიდერლანდების საგადასახადო კანონმდებლობის გამო ჩაიშალოს და "კრილია სოვეტოვი" მზადაა ნებისმიერ მომენტში დაიმატოს ქართველი ლეგიონერი.

"ვიტესის" სპორტულმა დირექტორმა მარკ ვან ჰინტუმმა
აღნიშნა, რომ მცირე პრობლემა აქვთ, რომელიც გუნდში არაევროკავშირელი ფეხბურთელის მიყვანას ეხება.

ცნობისათვის, "კრილია სოვეტოვში" უკვე ჩაირიცხა "სპარტაკიდან" აბარგებული ვეტერანი ნახევარმცველი ალეკსანდრ სამედოვი.

რუსული sport24-ი კი ამტკიცებს, რომ არაა გამორიცხული, ჯანოს "ვიტესმა" დღესვე გაუფორმოს კონტრაქტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთო დაეხმარე ამ ბიჭს რუსეთიდან წასვლაში.
roma
16:17 08-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული