გიორგი ქვილითაია ფორმაში შედის - ქართველმა ვარჯიშზე ვარდნაში ეფექტური გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფორმაში შედის საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშს სრული დატვირთვით შეუერთდა.

ქართველი ფეხბურთელი Instagram-ზე "გენტის" ვარჯიშზე გატანილ გოლს აქვეყნებს, სადაც ვარდნაში ეფექტური გოლი გააქვს.

"ბუფალო" ბელგიის ჩემპიონატს 20 იანვარს, "ანდერლეხტთან" მატჩით გახსნის. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში უნდა ველოდოთ გიორგი ქვილითაიას დაბრუნებასაც.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ისიც გუნდთან ერთადაა, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

"გენტი" შეკრებას ესპანეთში გადის.

Sportall.Ge

alt"გენტი" ესპანურ შეკრებაზეა - ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ქვილითაია გუნდთან ერთად

მკითხველის კომენტარები / 1 /
... და სამჯერ აკენწლა ბურთი ვირტუოზულ სტილში :))) მეტი საწერი არაფერი გაქვთ?!
გთ
17:37 08-01-2019
1

სიახლეები პოპულარული