"ანდერლეხტის" მწვრთნელს გურამ კაშიას მიწვევას ურჩევენ

AutoSharing Option
ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "ანდერლეხტი" საუკეთესო დროებას ნამდვილად არ განიცდის, 21 ტურის შემდეგ 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ევროპა ლიგიდანაც გამოვარდა და ბელგიის თასიდანაც და გადაყენებული ჰენ ვანჰეზებრუკის ნაცვლად კვირას მის მწვრთნელად ფრედ რუტენი დანიშნეს. რუტენი ადრე "ვიტესს" ედგა სათავეში და მაშინ არნემული გუნდის ღირსებას ქართველი მცველი გურამ კაშია იცავდა.

ბელგიური voetbalprimeur.be 56 წლის რუტენს 10 ფეხბურთელის დამატებას სთავაზობს, რომლებსაც მისი ხელმძღვანელობით უთამაშიათ და რომელთაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. მათ შორის კაშიაცაა მოხსენიებული.

"სან ხოსეს 31 წლის ქართველი მცველის სატრანსფერო ფასი
1.5 მილიონი ევროა. ის გამოცდილი, შემოქმედებითი ფეხბურთელია და სწორედ ასეთი ლიდერი სჭირდება რუტენს დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად. ამ როლისთვის ის იდეალურად გამოსადეგია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუტენი მას კარგად იცნობს. როდესაც "ვიტესი" 2012/2013 წლების სეზონში ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა, კაშია გუნდის უდავო ლიდერი იყო. "ვიტესში" გატარებული 8 სეზონის შემდეგ მან კარიერა აშშ-ში გააგრძელა. თუ შეთავაზება ექნება, გურამი ალბათ, დაინტერესდება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვიტესიდან ამერიკაში წასულ კაცს რომ იყიდი ესეიგი დამთავრებულია შენი ამბავი.
თბილისი
11:15 09-01-2019
6
ცალსახა არაფერი არ არის ამ შემთხვევაში. შეთავაზებას გააჩნია რათქმაუნდა, ცხადია თუ იარსებებს ეს შეთავაზებაც..))
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული