არამკითხე მოამბეო - არშავინმა ანანიძეს მარად პერსპექტიული უწოდა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა 37 წლის ასაკში თამაშს თავი ალმა-ატის "კაირატში" დააანება, ორი მეუღლე სკანდალურად გაექცა და ახლა სხვების კრიტიკისთვის მოიცალა. თუმცა, სამწუხაროდ არაობიექტურად არ უმსჯელია.

"ამ ეტაპზე "სპარტაკის" ყველა გადაწყვეტილება ლოგიკურად მოჩანს. პეტკოვიჩის წასვლაში გასაკვირი არაფერია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც "სპარტაკში" გაიზარდა. ყველას გაუკვირდა, როდესაც ის იქ მოხვდა. პოპოვმა, როგორც ეს ეხერხება, თავის რეალიზება ვერ მოახეხა.

ჯანო პერსპექტიულად ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა, როცა მე ვთამაშობდი. ის კი კვლავ პერსპექტიული და პერსპექტიულია. საერთო ჯამში "სპარტაკში" წესიერად არც უთამაშია. ამ
დროს კი უკვე 25 წლისაა.

სამედოვი საჩემპიონო წელს "სპარტაკს" ძალიან დაეხმარა. ვფიქრობ, როდესაც აიყვანეს, არც ეგონათ, თუ ამდენ ხანს გაატარებდა გუნდში. არა მგონია კონტრაქტი გაუწყვიტონ (უკვე გაუწყვიტეს - რედ.). თუ გაუწყვიტეს, მხარეებმა მოილაპარაკეს და ეს ყველას აწყობს", - განუცხადა არშავინმა ტელეარხ «Матч Премьер»-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მოგვენატრა კომენტარებიანი სტატია და მივიღეთ. ჯანო რა იყო და რა არის ჩვენც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს რო კიდე მოუმატებს და ამიტო არ მოგვწონს არაქართველი რო აკრიტიკებს
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
11 იანვარი 2019 12:00
2
ჯანო 10 წელია რუსეთშია და ყველა ვხედავთ რა მდგომარეობაშიც არის მუდმივი ტრანვები პრობლემები უთამაშებლობა გუნდიდან გაშვების დიდი ალბათობა. თვითონაც ხომ ხედავს, რომ ესე გრძელდება წლებია უკვე თვითონ არასდროს არ უფუქრია, რომ ეცადა ბედი ევროპაში მაგ:ჰოლანდიაში,ბელგიაში,ავსტრიაში, შვეიცარიაში,დანიაში ცოტა სუსტ ჩემპიონატებში თავიდან სადაც ექნებოდა დრო თავის გამოსაჩენათ ძირითადში ადგილი იქნებ უფრო მაღალ დონეზე ასულიყო.
მართლა არ მესმის რატომ გაჩერდა ამდენი ხანი იმ გუნდში სადაც არაფერი გამოდილს მარტო ფულზე ხომ არაა და ხელფასზე მაშინ თუ მასეა ჩინეთში წავიდეს ან არაბეთში 3 ჯერ მეტს მისცემენ.
გიორგი
11 იანვარი 2019 13:53
2
ჟურნალისტების დონე :))))))))))))
superman
11 იანვარი 2019 12:05
0
ანანიძეს მილანში გადასვლა როცა შეეძლო უნდა წასულიყო.
123
11 იანვარი 2019 09:40
3
და რითი ვერ გაიგეთ რომ ჯანოს რუსები არ უშვებენ არსად მძევლადაა “სპარტაკში” და არ უშვებენ დღესაც, იყო დრო როცა სპარტაკს ლანძღავდით ჯანოს რომ უშვებსო და დღეს ჯანოს ლანძღავთ თურმე ამდენი ხანი რატომ არ წავიდაო ევროპაში, საიდან ასეთი “პროგრესი” ასეთს რას გაბოლებენ მაგრად მუშაობს რუსების პროპაგანდა და დაგოიმების მექანიკა, არადა ისიც აღარ გახსოვთ რომ მესხიდან და ყიფიანიდან მოყოლებული ფიფას მოწვევებს უმალავდენ ქართველებს მსოფლიოს ნაკრებში სათამაშოდ და არსად არ უშვებდნენ ეგ არახალია მაგათგან ეხლ უბრალოდ უფრო მაღალ დონეზე აგვარებენ. გოგიტა გოგუას გლაზგოს “სელტიკიდან” დაუმალეს შემოთავაზება მაგალითად, თუ გახსოვთ. ჯანო კი არის დღეს მაგათი პირველი სამიზნე იმიტომ რომ რუსეთს “უღალატა” და სამაგალითოდ უნდათ რომ გაანადგურონ, აგე არ გინდოდა რუსეთიო და “კრილია სოვეტოვი” არისო შენი ბოლოო, გასაგებია გრუზინებო?? რა გაიგეთ აბა.
ზვიადი
11 იანვარი 2019 20:27
3
ზვიად რას ქვია გოგუას სელტიკიდან მოწვევა დაუმალეს? 1960 წელია? ინტერნეტი არაა თუ გოგუას აგენტი ჯეიმს ბონდია და ვერ პოულობენ???
სირცხვილია ასე ხელაღებით ვინმეს ლანძღვა. ჯანო კონტრაქტს რომ ახანგრძლივებდა ხელფასის გარდა რამეზე ფიქრობდა? მის ხელში იყო ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთს ვერ მოწყდა... ასე რომ სხვის თვალში ბეწვის ძებნას სჯობს შევეშვათ და რეალობას თვალი გავუსწოროთ.
პ.ს. რუსები კი იმპერიალისტები და შოვინისტები 400 წელია რაც არიან და ისე ნუ გამოჰყავთ თითქოს დღეს აღმოაჩინა ეს ვინმემ!
დათო
12 იანვარი 2019 01:39
0
რა სამედოვი რი სამედოვი. ეს მთლად გამოშტერებულა.
ისიდორე
15 იანვარი 2019 06:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული