გიორგი ჩაკვეტაძე და საბა კვირკველია საუკეთესო 10 კავკასიელ მოთამაშეს შორის დასახელდნენ

AutoSharing Option
გამოცემა kavkaz-uzel.eu-მ 2018 წლის საუკეთესო 10 კავკასიელი მოთამაშე გამოარჩია, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე - გიორგი ჩაკვეტაძე და საბა კვირკველია მოხვდნენ.

"გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ დიდი იმედები არსებობს და თუ ის არ გაჩერდება, ქართული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი გახდება.

საბა კვირკველია კი მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მან სისწრაფე დაკარგა და უფრო ხშირად ცდება, თუმცა მასთან ერთი-ერთზე თამაში ურთულესია. ის კარგი მცველია" - წერს გამოცემა ქართველებზე.

საუკეთესო კავკასიელად კი ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დასახელდა. ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ჰენრიხ მხითარიანი
(არსენალი)
2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)
3. მაჰომედ-შაპი სულეიმანოვი (კრასნოდარი)
4. ალან ძაგოევი (ცსკა)
5. აიაზ გულიევი (როსტოვი)
6. საბა კვირკველია (ლოკომოტივი)
7. ანდრეი სემენოვი (ახმატი)
8. რუსლან კამბოლოვი (რუბინი)
9. ოლეგ ივანოვი (ახმატი)
10. ანტონ შვეცი (ახმატი).

altჩაკვეტაძე ბელგიის წლის სიმბოლურში ყველაზე მაღალი პროცენტით მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ტიპმა დორტმუნდში არსენალში და მანჩესტერში ითამაშა და კიდევ არააო ვარსკვლავი? ნეტავ ჩაკვეტაძე მოხვდება ასეთ გუნდში?
გოგი
14 იანვარი 2019 22:37
6
არსენალის სკამის ფეხბურთელები როდის მერე გახდნენ ვარსკვლავები მიხათარიანო ვარსკვლავი არაა კარგი ფეხბურთელია. ხო კიდე გიბრალტარმა პირველი ოფიციალური თამაში ვის მოუგო:) და საქართველომ სარეკორდო ანგარიშით ვის მოუგო ისტორიაში?:)
გოგა
14 იანვარი 2019 21:21
20
ათეულში ორი ოსია! ვაუ!
ტარიელი
14 იანვარი 2019 21:06
1
რა ვერ გაიგეთ ტალანტი არ არის საკმარისი რას აკეთებ და რა გაგიკეთებია ტალანტი რაღაც რაღაცაებში ყველა ადამიანს აქვს როგორ ახდენ ტალანტის რეალიზებას საქმე ამაშია სამართლიანი სიაა
ვახო
14 იანვარი 2019 18:12
2
Armen, განსაკუთრებით მაშინ, 7-0 რომ წააგო საქართველოსთან :)




პ.ს არაბიძე რომელიმეზე ნიჭიერი არ არის ვითომ მაგ სიაში? 3 კაცი როა ახმატიდან =))))))
Tbiliseli
14 იანვარი 2019 16:23
5
მოდი წაგებებით ნუ ვიმსჯელებთ, თორემ საქართველოს ნაკრების ისტორიაშიც ბევრი თავისმომჭრელი წაგებაა. მათ შორის, არცთუ ძლიერ გუნდებთან.
სომხეთში ფეხბურთის თამაში ყოველთვის იცოდნენ და კარგი ფეხბურთელებიც ყოველთვის ჰყავდათ. ახლაც ჰყავთ კარგი მოთამაშეები. მხითარიანი რა თქმა უნდა ვარსკვლავია, მაგრამ სხვებიც არიან კარგი დონის მოთამაშეები.
აა
14 იანვარი 2019 18:02
6
მიხათარიანმა კი ვნახეთ სომხეთის ნაკრებთან ერთად რაც ქნა:) ჩაკვეტაძეც ვნახეთ რა ქნა საქართველოს ნაკრებთან ერთად. ასე რო ეხლაც პირველია გიო და დიდი ხანი იქნება პირველი კავკასიაში და ღმერთმა ქნას მსოფლიოშიც იყოს
გოგა
14 იანვარი 2019 16:17
5
სომხეთს ყოველთვის ჰყავდა ნიჭიერი თაობა
Armen
14 იანვარი 2019 15:45
33
მართალია. სომხეთში ყოველთვის იყვნენ კარგი ფეხბურთელები
და დღესაც არიან.
გიორგი
14 იანვარი 2019 18:00
7
ოლეგ ივანოვი პირველზე უნდა ყოფილიყო. სახელზეც და გვარზეც ეტყობა, რომ ძირძველი კავკასიელია DDDDDDDD
korben dallas
14 იანვარი 2019 15:14
2
dzagoshvili )))
'$
14 იანვარი 2019 14:57
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული