ყაზახური მედია ცხადაძის გათავისუფლებაზე წერს: "ორდაბასის" პასუხი

AutoSharing Option
ყაზახურმა გამოცემა SPORTINFORM-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ორდაბასი" ქართველ მწვრთნელს, კახაბერ ცხადაძეს გაათავისუფლებს და მის ადგილს ყაზახეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი სტანიმირ სტოილოვი დაიკავებს.

გამოცემის მტკიცებით, სტოილოვს საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება სურს და "ორდაბასში" ცხადაძეს შეცვლის, რომელსაც კლუბი უახლოეს მომავალში დაემშვიდობება, კონტრაქტი კი სტოილოვსა და "ორდაბასს" შორის შესაძლოა თვის ბოლომდე გაფორმდეს.

ამ ინფორმაციას "ორდაბასი" გამოეხმაურა და ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

კლუბის პრესსამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაცია და აღნიშნავს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიცია უცვლელია და ხელმძღვანელობა სრულად ენდობა კახაბერ ჯუმბეროვიჩს.

"კახაბერ ცხადაძე აგრძელებს სამუშაოს
გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულები ვართ მის მუშაობაში. ის გააგრძელებს გუნდის მომზადებას ახალი სეზონისთვის", - განაცხადა "ორდაბასის" პრეზიდენტმა ნურჟან კატაევმა.

altკახა ცხადაძეს "ორდაბასში" შრომა დაუფასეს და კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯუმბეროვიჩი ჩემი აზრით ვლადიმეროვიჩზე უკეთესი იქნებოდა ნაკრებში. ერთი რაც კარგი გააკეთა ვაისმა მხოლოდ ჩაკვეტაძის გამოძახებაა ნაკრებში მაგრამ არამგონია ეგეც თავისი გადაწყვეტილება ყოფილიყო
ტოტტი
13:44 17-01-2019
33
მეც ვფიქრობ რო ცხადაძე უკეთესი იქნებოდა ვაისზე, ჩაკვეტაძეს კი ვაისი კი არა ყველა გამოიძახებდა, უბრალოდ მის დროს მოუწია ჩაკვეს. ცხადაძე უფრო შემტევს თამაშობდა, კანკავა-ანანიძე ცენტრში)) როცა ვაისი ანდორასაც ორი საყრდენით ეთამაშება))
Tbiliseli
17:54 17-01-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული