20 იანვარს, კვიპროსის 1 დივიზიონის მე-17 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ენოსისი".
მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ თავდამსხმელები ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა და ამ უკანასკნელმა მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა.
"ენოსისში" შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ.
"ანორთოსისი" 27 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ენოსისი" კი 13 ქულით მეათეზე.
შეგახსენებთ, 16 იანვარს ამ გუნდების პირველი 1/8-ფინალური მატჩი თასზე "ენოსისის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი 23 იანვარს გაიმართება.