19 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ანდერლეხტი".
მწვრთნელმა იეს ტორუპმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია, განაცხადში არ შეიყვანა, მწყობრში ჩამდგარი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი შეიყვანა განაცხადში, მაგრამ არ ათამაშა.
მან შეტევაში ჯონათან დავიდთან ერთად ორი ტანმაღალი თავდამსხმელი დააყენა: უკრაინელი რომან იარემჩუკი და თავისი ყოფილი შეგირდი, ნორვეგიელი ალეკსანდერ სიორლოტი.
75-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა სტუმართა გუნდის ფორვარდი ფრანსის ამუზუ და ამის შემდეგ გაიტანა სიორლოტმა გამარჯვების გოლი.
"გენტმა" სიორლოტი "კრისტალ
პალასიდან" იჯარით ტორუპის მოთხოვნით აიყვანა, პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი, ის ქვილითაიასავით ტარანული ტიპის მოთამაშეა და ალბათ, ჩვენებურს ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
"გენტი" 34 ქულით მე-6 ადგილზეა და 27 იანვარს სტუმრად "კორტრიკს" ხვდება, იქამდე კი 24 იანვარს თასზე "ოსტენდეს" მასპინძლობს.