TOP 7 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უკლუბოდ დარჩა და თავისუფალი აგენტია

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერებს საკმაოდ ცივი ზამთარი დაუდგათ.

ფეხბურთელთა უმრავლესობას კლუბის გამოცვლა მოუწია და საკმაოდ დიდი ნაწილი უკლუბოდ დარჩა. არადა, 22 იანვარია, ბევრ ქვეყანაში ათიოდე დღეში სატრანსფერო ფანჯარა იკეტება, მათი მომავალი კი კვლავ გაურკვეველია.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების ტოპ-შვიდეულს, რომლებიც ამჟამად თავისუფალი აგენტები არიან.

7. ირაკლი სიხარულიძე - 350 000 ევრო - საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობა, ვერ გამოდგა თამასა ევროპისთვის, რადგან სიხარულიძემ ერთი წლის განმავლობაში ორი კლუბი გამოიცვალა და ვერ მოახერხა სრულფასოვნად თავის
დამკვიდრება.

2018 წლის დასაწყისში ჩეხურ "სლოვაცკოში" აღმოჩნდა და ორჯერ ვიხილეთ განაცხადში და ისიც მხოლოდ სათადარიგო სკამზე, ხოლო წლის მეორე ნახევარი "რიგასში" გაატარა და იქაც ძირითადად სათადარიგო გახლდათ, ჩემპიონატის სულ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. არ გამოვრიცხოთ, ირაკლი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს.

altირაკლი სიხარულიძემ და ლაშა შერგელაშვილმა ლატვიური "რიგასი" დატოვეს

6. დავით თარგამაძე - 250 000 ევრო - საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მინდორს "საბურთალოს" მაისურით დაუბრუნდა, ჩემპიონატის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლიც გაიტანა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბიც დატოვა. თარგამაძეს გული ალბათ ისევ ლეგიონერობისკენ მიუწევს, თუმცა, რამდენად არის ინტერესი უცხოეთიდან, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.



altტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ

5. ლუკა კობერიძე - 400 000 ევრო - კობერიძისა და "დესნას" 4-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. ქართველ საყრდენ ნახევარმცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ლუკამ მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან 7 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. კობერიძე, დიდი ალბათობით, კვლავ უკრაინაში დარჩება, თუმცა, სად ითამაშებს, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

4. ავთო ებრალიძე - 500 000 ევრო - პორტუგალიის პრემიერლიგის ბოლოადგილოსან გუნდსა და ქართველ შემტევს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ებრალიძემ ნახევარი წლის განმავლობაში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.

ებრალიძის ბედი თავიდან პორტუგალიის მეორე ლიგაში მყოფ "ეშტორილს" დაუკავშირეს, თუმცა ეს არ გამოვიდა და ავთო კვლავ თავისუფალი აგენტია. ტრადიციულად, ის, ალბათ, პორტუგალიაში დარჩება, რადგან თავის პროფესიონალური კარიერის განმავლობაში სხვა ქვეყანაში არ უთამაშია.



altავთანდილ ებრალიძემ "ჩავესი" დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის "ესტორილში" გააგრძელებს

3. გიორგი ჭანტურია - 800 000 ევრო - ტრავმა მოირჩინა და კლუბიდანაც გამოუშვეს. ხანგრძლივი უქმობის შემდეგ "ურალმა" ქართველ შემტევზე უარი თქვა. ბოლოს გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგაში 2017/2018 წლების სეზონზე ითამაშა, 18 შეხვედრაში 3 გოლით გამოიჩინა თავი. "ქართველი მესი" ახალი კლუბის ძებნაშია. ნაკლებად სავარაუდოა, მან საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს და ევროპულ შეთავაზებას დათანხმდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.



altოფიციალურად: გიორგი ჭანტურიამ "ურალი" დატოვა

2. გიორგი მაკარიძე - 400 000 ევრო - ტრავმამ გიორგის პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "რიო ავეში" დარჩენის შესაძლებლობა არ მისცა და ის ახლა თავისუფალი აგენტია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ნიჭიერ მეკარეს "რიო ავეში" ჩემპიონატში არ უთამაშია, ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო ევროპა ლიგის შესარჩევში, 5 გოლი გაუშვა და სათადარიგო სკამზე დასვეს. გიორგიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თუ მას მიეცემოდა საშუალება, ის პორტუგალიაში დარჩენას არჩევდა.



altგიორგი მაკარიძე: ველი შემოთავაზებებს, მაგრამ დიდი ალბათობით...

1. თორნიკე ოქრიაშვილი - 800 000 ევრო - ოქრიაშვილის კარიერა ერთი დიდი ტრაგიკომედიაა. როცა ის მოედანზე არის, ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ტრავმები და დისციპლინა მის მომავალს ყოველთვის ხელს უშლიდა. მის კრასნოდარულ კარიერას ვერც "სევილიასა" და "ზენიტის" კარში გატანილმა გადამწყვეტმა მაკრატელამ უშველა და ვერც მისმა საფეხბურთო ნიჭმა. რაც უნდა გვძულდეს რუსეთი პოლიტიკის გამო, უნდა ვაღიაროთ, რომ "კრასნოდარი" ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სანახაობრივი გუნდია პრემიერლიგაში, კრასნოდარიდან წამოსვლა კი თორნიკესთვის უფრო დიდი დანაკარგია, ვიდრე კლუბისთვის. სად წავა თორნიკე? ეს უცნობია. საუბარი იყო მის ყაზახურ კარიერაზე, თუმცა, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი თავს იკავებს და უკეთეს შემოთავაზებას ელოდება.



alt"კრასნოდარის" მწვრთნელი განმარტავს, თუ რატომ წავიდა გუნდიდან ოქრიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 15 /
სამწუხაროდ ოქრიაშვილი და ჭანტურია არ არიან პროფესიონალები. ფეხბურთის თამაში დღეს სამუშაოა და მათ მუშაობა არ უყვართ, ამას კი მაკრატელა და ტექნიკა ვერ უშველის. ოქრიაშვილი რასაც თამაშობს სამოყვარულო დონეზეა "სუპერ" თორემ დიდი ფეხბურთისთვის არ არის საკმარისი. ჭანტურია ბარსას სკოლას გადიოდა და ურალიდან გამოუშვეს - მეტი დეგრადაცია რა უნდა იყოს. ნიჭიც ქონდა და პირობებიც რომ განვითარებულიყო მაგრამ . . . ეს არის დასტური იმის რომ არც მთლად ბოლომდე მართალია ჩვენი ფეხბურთის კრიზისს რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვაბრალებთ. მენტალიტეტი და აღზრდაა აქ პრობლემა - შრომა არ უსწავლიათ და მიზანდასახულობა. ძალიან სამწუხაროა მაგრამ მათმა მატარებელმა ისე ჩაიარა რომ შიგნით არც არასდროს მჯდარან - მხოლოდ ბაქანზე იდგნენ ცოტა ხანს:(
0
რა ტოპ ფეხბურთელი, ოქრიაშვილის გარდა ეგენი არიან საშუალოზე დაბალი დონის უდისციპლინო (გაჭირვებას რა ვუთხარი თორე) ფეხბურთელები!.. ოქრი მეცოდება, არ იმსახურებს უკლუბოდ ყოფნას, მაგრამ მარტო ნიჭი რო არ შველის ოქრიაშვილი მაგის ნათელი მაგალითია.. სიხარულიძე კიდე მენანება, ადრე გაიქცა საზღვარგარეთ და ისეთი ერთი წელი დაკარგა ხუთს რომ უდრის!
ბასკი
17:21 22-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული