გიორგი მაკარიძე: ველი შემოთავაზებებს, მაგრამ დიდი ალბათობით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მაკარიძეს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ "რიო ავესთან" კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია. ჩვენ ქართველ ფეხბურთელს დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში რა სიტუაციაა, აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს კლუბებთან და სად უნდა გელოდოთ უახლოეს მომავალში?
- ამ ეტაპზე ველოდები შემოთავაზებებს, ჯერჯერობით არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას.

- ტრადიციულად აქტიურია რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის სატრანსფერო ბაზარი. შეიძლება გიხილოთ აღმოსავლეთ ევროპაში?
- არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა დიდი ალბათობით პორტუგალიაში დავრჩები.

- გავრცელდა ინფორმაცია , რომ შესაძლებელია მომავალი ნახევარი წელი
საქართელოს ჩემპიონატში ითმაშოთ, რომელი კლუბია დაინტერესებული?
- ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა როგორც ვთქვი დიდი ალბათობით პორტუგალიაში დავრჩები. თუ გადაწყდება რაიმე, მაშინ გაირკვევა კლუბი.

- რამ გამოიწვია "რიო ავესთან" კონტრაქტის გაწყვეტა, ეს კლუბის სურვილი იყო?
- დიდი ხანი გამიცდა ტრავმის შემდეგ და ჩემმა კონკურენტმა კარგი თამაშები ჩაატარა. რადგან 6 თვე მქონდა დარჩენილი, რთული იქნებოდა ჩემი ძირითადში დაბრუნება. თამაში მჭირდება აუცილებლად და ვეძებ ისეთ გუნდს სადაც ვითამაშებ.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ, მზად ხართ სრულფასოვნად სათამაშოდ ?
- არ ვარ კარგ ფორმაში, თუმცა ვფიქრობ რამდენი დღეში ვიქნები.

- ხანგრძლივი ტრავმა გქონდათ, რა იწვევს ასე ხშირად ქართველ ფეხბურთელებში ტრავმას?
- არ ვიცი, ალბათ რაღაცას ისე არ ან ვერ ვაკეთებთ როგორც სხვები. 

altგიორგი მაკარიძეს "რიო ავემ" კონტრაქტი გაუწყვიტა


მკითხველის კომენტარები / 17 /
არა არა სქართველოში არ ჩამოხვიდე--- ფულია მთავარი (თუმცა აქაც არაა ნაკკლები ხელფასები) და არა სამშობლო და ქართველი ერის სიყვარული???????

აი ამუშვებულია მონათა ბაზარი და იქნებ ვინმემ გაიყიდოთ და ამას ქვია თავისუფლება და დამოუკიდებლობა????
დათო
09:35 21-01-2019
2
არაბიძე და ჭანტურია 10 თამაში ერთს რო ითამაშებენ კარგ თამაშს მაგის იმედად ვერ იქნება ნაკრები და მაგათ ხასიათებზეც ვერავინ ივლის. თუ უნდათ ნაკრები ჯერ იპოვონ თავიანთი კლუბები და დამტკიცონ რო იმსახურებენ ნაკრებში თამაშს.
გოგა
23:21 20-01-2019
0

სიახლეები პოპულარული