კახა ცხადაძემ "ორდაბასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"ორდაბასის" ქართველი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახურ გუნდში კიდევ ერთი წელი იმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ორდაბასის" ხელმძღვანელობა ნდობას უცხადებს კახაბერ ჯუმბეროვიჩს და მის სამწვრთნელო შტაბს, - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა ნურჟან კატაევმა. - ვიმედოვნებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "ორდაბასს" არაერთი ნათელი გამარჯვება და წონიანი მიღწევა ელოდება".

კლუბსა და ქართველ სპეციალისტს შორის კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდა.

altყაზახური მედია ცხადაძის გათავისუფლებაზე წერს: "ორდაბასის" პასუხი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული