"ნასიონალი" ვარდნას განაგრძობს - გიორგი არაბიძე მხოლოდ 9 წუთი ათამაშეს

AutoSharing Option
28 იანვარს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი არაბიძის "ნასიონალი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "მორიერენსესთან".

"ნასიონალმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, 19 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულაღა აშორებს.

"ნასიონალის" მწვრთნელმა კოშტინიამ არაბიძე 81-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

არაბიძემ ჩემპიონატის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უმეტესწილად შეცვლაზე შეჰყავთ.

შემდეგ ტურში, 3 თებერვალს "ნასიონალი" სეტუბალის "ვიტორიას" უმასპინლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გული მწყდება რომ გიოს კარიერა ჯერჯერობით წარმატებით ვერ ვითარდება, დიდი იმედი მაქვს რომ არ დაიკარგება და თავის უდიდეს პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს.
გიგა
01:34 29-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული