სტატიიდან მცირე ამონარიდს წარმოგიდგენთ:
"ჯერ კიდევ 2014 წელს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მატჩებში გამოაჩინა, რომ მისი ასაკის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად, სწორხაზოვნად უტევენ ხოლმე, მას უკვე საკუთარი გამორჩეული ტექნიკა და მოედნის ხედვა ჰქონდა.
ოსკარ ტაბერესმა, რომელმაც ურუგვაულ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა, ახალგაზრდა მოთამაშეების შესაფასებლად ჩამოაყალიბა სამი მთავარი კრიტერიუმი: სისწრაფე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ტექნიკის დემონსტრირების სისწრაფე.
გიორგი არაბიძის კარიერის ეს ეტაპი (2014-2018) არის იმის ნიმუში, თუ როგორ განვითარდა გუნდის სისტემის გავლენის ქვეშ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ინდივიდუალისტი ფეხბურთელი. ამისთვის მას ყველაფერი აქვს: ხაზებს შორის შესანიშნავი პასის უნარი, მოედნის ხედვა და დიაგონალური პასები.
თუმცა მისი მუდმივად ცენტრში გამოყენება, რა პოზიციაზეც მას პორტუგალიაში თამაში უწევს, ეფექტური არ არის. მისი გამოყენება ფლანგზე უმჯობესია. მას გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად შეუძლია, სწრაფად აფასებს სიტუაციას და კარგადაც ასრულებს მომენტს.
დონეცკის "შახტარში" გატარებულმა სამმა წელმა მას მისცა საშუალება, რომ ეპოვა ბალანსი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის, ახლა კი მისი ბალანსი ამ ორ უკიდურესობას შორის დაკარგულია" - ვკითხულობთ Tribuna.com-ზე.
"ნასიონალი" "პორტოსთან" დამარცხდა - გიორგი არაბიძე განაცხადშიც არ ყოფილა
გიორგი არაბიძე ათამაშეს და გოლიც გაიტანა [VIDEO]
გიორგი არაბიძის დედა: "დესნაზე" ცნობა ტყუილია, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა...