ახლახან ბელგიის მეორე დივიზიონის "ბეერსხოტში" გადასულმა ირაკლი ბუღრიძემ პირველი გოლი გაიტანა.
"ბეერსხოტისა" და ელიტარული ლიგის "სენტ ტრუიდენის" ამხანაგურ მატჩში (2:3) მასპინძელთა გუნდმა დუბლშემადგენლობით იასპარეზა და 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 36-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახადა.
რაც შეეხება "ბეერსხოტის" პირველ გუნდს, გუშინ ჩემპიონატის მე-9 ტურში სახლში "მეხელენს" დაუზავდა (0:0) და ჩვენებური განაცხადში არ ყოფილა.
"ბეერსხოტი" ჩემპიონატის ლიდერია და 3 თებერვალს სტუმრად "ტუბიცეს" შეხვდება.