ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძემ "ტორპედოსთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
24 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უკვე ოფიციალურად გახდა "ტორპედოს" ფეხბურთელი. ამის შესახებ იმერული კლუბი თავისი ვებგვერდით იუწყება.

ზივზივაძემ "ტორპედოსთან" 1.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ბუდუ "ტორპედოს" ღირსებას 2014/15-წლების სეზონში იცავდა, 2015 წელს"სამტრედიაში" გადავიდა, 2017 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 2018 წლის სეზონში ზივზივაძე კვლავ ეროვნული ლიგის ბომბარდირი იყო.

ბუდუს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ოთხჯერ იყო გამოძახებული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც.

ბუდუმ ბათუმის "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩში ითამაშა
და დებიუტი დუბლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარუსელი გრძელდება.
ბესიკი
22:28 01-02-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული