რუსებს ზურიკო დავითაშვილი მოსწონთ - "რუბინი" ქართველის დაბადების დღეს ელოდება

AutoSharing Option
17 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ყაზანის "რუბინთან" ერთად შეკრებაზე იმყოფება და რამდენიმე დღეში კონტრაქტს გააფორმებს - ამის შესახებ business-gazeta.ru იუწყება.
ზურიკო დავითაშვილი "რუბინში" უკვე თამაშობს - 17 წლის ფეხბურთელმა ბერდიევს თავი მოაწონა

"ქართველი ზურიკო დავითაშვილი ყაზანურ კლუბში სინჯებზე მოვიდა, თუმცა "რუბინის" ხელმძღვანელობის გული უკვე მოიგო. 17 წლის ახალწვეული გამოკვეთილი თავდამსხმელი არ არის, ის უფრო ნახევარმცველია, თუმცა საკონტროლო მატჩებში ყურბან ბერდიევმა ის თავდამსხმელების უკან, მოედნის ცენტრში გაამწესა და "ფასტავთან" შეხვედრაში ცენტრფორვარდადაც ათამაშა", - წერს გამოცემა.

ზურიკო დავითაშვილი 18 წლის 14
თებერვალს გახდება. სწორედ ამის შემდეგ მოაწერს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხელს "რუბინთან" სრულყოფილ კონტრაქტს. ყაზანურ კლუბს დავითაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 17 წლის ფეხბურთელმა "ლოკომოტივის" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლის გატანა მოახერხა.

altჯერ დაკვირვება, მერე კონტრაქტი - ხვიჩა კვარაცხელია "ლოკომოტივს" შეკრებაზე გაჰყვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა ნაცებო კლავიატურის ლომებო..სულ ეს ხარტ? დაიბოხმეტ ხომ,,წარმატებები ზუკას,,
gia
06 თებერვალი 2019 12:16
0
ტრამპლინად ბევრმა გამოიყენეს რუსეთი. მაგრამ ქართველმა არცერთმა. დააბრალეთ ეხლა რუსეთს.
Рома
06 თებერვალი 2019 08:53
0
გიას--- ხომ სხვაგან ეძახიან და არ მიდის, სხვაგან კი არა და ითამაშონ საქართველოში. ისე რუსეთის ჩემპიონატი საქართველოსას სიძლიერითა და ეკონომიურად 100-ჯერ ჯობია ,ჰოდა სადაც ფულია იქ მიდიან. სადაც არ ეძახიან და არც უნდათ როგორ წავლენ.
დათო
06 თებერვალი 2019 08:46
1
ბოღმიან ნაციონალებს არ მოუსმინოო დაწერა ვიღაცამ. კიბატონო არ მოუსმინო, მაგრამ ფაქტებს მოუსმინე.. რუსეთში გახარებული ქართველი ფეხბურთელი უიშვიათესობაა)))
Niko
05 თებერვალი 2019 20:10
0
რატო შვილო რუსეთი, წადი ბელგიაში, ჰოლანდიაში თუ მართლა ფეხბურთის თამაში გინდა იქ წადი სადაც ფეხბურთია, რუსეთი ვინმე ქართველს ტრამპლინად გამოეყენებინა ჯერ არ მომხდარა.
gia
05 თებერვალი 2019 20:06
1
არანაირ კარიერას არ ინგრევს,, ზუკა საუკეთესოა..წარმატებები სულ ზუკას..აქ ბოღმიან ნაციონალების ნაჯღაბნს არ მოუსმინო ზუკა..ეგენი კლავიატურის ვირტუოზები არიან.ბევრი წარმატება შენ ზუკა
გია
05 თებერვალი 2019 17:59
23
რა გახარებულები წერთ მერე, კარგია ეს? ტიპი კარიერას ინგრევს...
zura
05 თებერვალი 2019 16:22
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული