ua-football.com-ი "შახტარის" დაცვას და დავით ხოჭოლავას ისევ აკრიტიკებს - უკუნი და უბედურებაა

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა ua-football.com-მა ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა "შახტარზე", გუნდი დაახასიათა და ყველაზე მეტად დაცვა გააკრიტიკა.

"უკეთესობა არ იგრძნობა. მოემზადეთ, თქვენს წინაშე უკუნია. ოთხიდან ერთი პოზიცია პანიკას არ იწვევს - მარცხენა მცველი. სანამ ისმაილი თამაშობს და თუნდაც სირბილის ცოტაოდენი ენთუზიაზმი აქვს, ყველაფერი ნორმალურად იქნება, ხოლო თუ უკრაინულ პასპორტს მისცემენ, თამამად შეგვიძლია ესოდენ წარმატებული გამოსავლისათვის ბოკალი შევსვათ.

მაშ, წავიდეთ წინ. სამი ცარიელი პოზიცია, რომლებზეც არ გვყავს ღირსეული მოთამაშეები. ნუ, კარგით, ნახევარმოთამაშეებს მოვკრებთ. არამშობლიური პოზიციის დაკეტვა მატვიენკომ ისწავლა. შემდეგ უბედურება. ხოჭოლავა და კრივცოვი -
ტყუპი ძმები, რომლებიც მუდამ მაიძულებენ ვიყვირო:"როდესაც ბურთი ფეხებში გაქვს, ან პასი მიეცი და ან წინ დაარტყი".

რაც შეეხება მარჯვენა მცველს, ვერასოდეს ვერ გავიგებ, რატომ გაყიდეს სრნა. რატომ გადაწყვიტა სეუ ფონსეკამ (მასზე ლაპარაკით დავიღალე), რომ ის ბუტკოზე ან დანჩენკოზე უფრო სუსტია. ამიტომ ჰყავს ახლა ამ პოზიციაზე ერთი ფეხბურთელი.

შექმნილი ვითარებიდან გმოსავალს მხოლოდ გამოცდილი მცველი შეძენაში ვხედავ (დასაშვებია ევროპული პასპორტის მქონის). რჩევას ვიძლევი: დავურეკოთ ვინმეს "ზენიტში" და ვკითხოთ, როგორ გაუფორმეს ივანოვიჩს კონტრაქტი (საკონტაქტო ტელეფონი მგონი მოეძიებათ). აი, ასეთი დონის მოთამაშის ნარინჯისფერთა შემადგენლობაში ხილვის წინააღმდეგი არ ვიქნები. შეიძლება, თან პარალელურდ ლიდერიც მოვიძიოთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ვინმე ქართველზე უარყოფით რეცენზიას დაწერენ ყოველთვის შეთქმულებას და არაობიექტობას ვეძებთ, არადა ხოჭოლავასთან ერთად ყველა ცენტრალურ მცველს აკრიტიკებენ. შეიძლება ცოტა გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ დავითის თამაშს რომ დააკვირდეთ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, კონტაქტში შესვლას ერიდება, საჰაერო ორთაბრძოლებს მუდმივად აგებს, წინ პასის გაკეთება საერთოდ არ იცის, ან შიში აქვს არ დაკარგოს ბურთი. მოკლედ ნაკრების ძირითადში მის ადგილს ვერ ვხედავ.
emigranti
19:26 18-02-2019
0
გაეშვით ამ საიტს მასტი აშკარად სუბიექტურია და არამარტო ხოჭოლავას მიმართულებით.
ჯონდო
07:35 18-02-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული