გიორგი ჩაკვეტაძე "სტანდარდთანაც" არ ითამაშებს

AutoSharing Option
ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "სტანდარდთან" მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

ხვალ "გენტი" "სტანდარდს" უმასპინძლებს და მწვრთნელმა იეს ტორუპმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა. ადრე მან თქვა, რომ გიორგის მუხლის მცირე ტრავმა ჯერ არ მოურჩენია და მალე ჩადგება მწყობრში.

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელმაც გასულ ტურში "ბევერენს" გოლი გაუტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მცირე ტრავმა ეძახეთ და მოურჩენელი კი გახდა. რაღაც საეჭვოდ მიმაჩნია ეს სიტუაცია.
emigranti
15:28 22-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული