"კორონას" 20 წლის ნახევარმცველმა ვატო არველაძემ პოლონეთის ექსტრალკასაში პირველი გოლი გაიტანა.
22 თებერვალს, "პოგონთან" 23-ე ტურის საშინაო მატჩში ის 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 84-ე წუთზე საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა.
ეს შეხვედრა 1:1 დასრულდა, "კორონა" 36 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 მარტს სოსნოვიეცში "ზაგლებიეს" შეხვდება.
არველაძემ ქვეყნის პირველობაზე 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.