business-gazeta.ru: რატომ არ გაუფორმა "რუბინმა" ზურიკო დავითაშვილს კონტრაქტი?

AutoSharing Option
თათრეთის გამოცემა business-gazeta.ru ყაზანის "რუბინის" მიერ ზამთარში განხორციელებულ ტრანსფერებს შეეხო და იუწყა, რომ ზურიკო დავითაშვილისთვის ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებიათ.

"ბევრი ელოდა, რომ "რუბინი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაუფორმებდა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს ხელშეკრულებას, რომელმაც გუნდთან ერთად თითქმის ყველა შეკრება გაიარა და ამხანაგურ მატჩებში რეგულარულად თამაშობდა. 15 თებერვალს შემტევი ნახევარმცველი 18 წლის გახდა და "რუბინს" მასთან კონტრაქტის გაფორმების უფლება ჰქონდა. ამის გამო უეფას სანქცია არ ემუქრებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. როგორც შევიტყვეთ, ყაზანური კლუბი ფეხბურთელს პირობებზე და კონტრაქტის ხანგრძლივობაზე
ვერ შეუთანხმდა.

უახლოეს ორ კვირაში "რუბინს" შეუძლია თავისუფალ აგენტად მყოფი ნებისმიერი მოთამაშისთვის ხელშეკრულების გაფორმება, ამდენად ტრანსფერი შეიძლება გაიჩარხოს, თუმცა მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან.

საქმე იმაშია, რომ "რუბინი" არ აპირებს მასში დიდი თანხის გადახდას და ეს მიუხედავად იმისა, რომ მართალია, ის ნიჭიერია, მაგრამ ჯერ კარიერაში არაფრისთვის არ მიუღწევია და მისი პერსპექტივაც გაურკვეველია.

აგენტს სურს თავისი კლიენტისთვის მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას მიაღწიოს, რაც კლუბს არ აწყობს, რადგან არ უნდა ტრამპლინად გამოიყენონ. ამაში მდგომარეობს საკვანძო პრობლემა და ალბათ, "რუბინი" დათმობაზე არ წავა. სწორედ ამიტომ შესაძლოა, ტრანსფერი არ შედგეს, თუმცა აღნიშნულ საკითხში წერტილი არ დასმულა", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა უნდა ამ გიყინულ მოედნებზე? რუსეთი ვერასოდეს გახდება საფეხბურთო ქვეყანა, ელემენტარულად კლიმატური პირობებიც არ უწყობს.
მერაბი
14:39 25-02-2019
2
რატომ!? იმიტომ რომ თათრები რუსებთან შედარებით ათასჯერ უფრო ნაძირალები და კახპები არიან,რაც მაგ არა ხალხმა კვირკველიას ახეხინა სკამი დაგავიწყდათ!?
Giorgiusi 077
12:34 25-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული