რუსული ტელეგრამარხის, Sport_inside-ის ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივი" გუნდის მცველების - ვედრან ჩორლუკას და საბა კვირკველიას გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.
წყაროს ცნობით, "ლოკომოტივი" მზადაა, 27 წლის ქართველი მცველი ევროპული ტოპ-ჩემპიონატის კლუბში გაუშვას, თუ სასურველ წინადადებას მიიღებს. ევროპულ კლუბში კარიერის გაგრძელება კი თავად ქართველსაც სურს.
რუსული პრესა რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა და კვირკველიას აგენტად მოიხსენია, არადა, საბას აგენტი გაეტანო მონტალბანოა.
ჩელებაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის.
რაც შეეხება მცველების შეცვლას, "ლოკომოტივს" "სპარტაკის" მცველის, გიორგი ჯიქიას დამატება სურთ.
კვირკველიამ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და
1 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლამდე მოქმედებს. კვირკველიას სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 8 მლნ ევროა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ადრე "ლოკომოტივმა" კვირკველია 15 მლნ ევროდ არ გაყიდა.