"კრილია სოვეტოვის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სამარულ გუნდში პირველივე მატჩში "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა და matchpremier.ru-მ მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
championat.com-ი ქართველის კარგ თამაშს აღნიშნავს და წერს, რომ მან "სპარტაკში" დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგა.
ეს შეხვედრა კი, რომელიც 2:2 დასრულდა, მეტად დაძაბული გამოდგა, მსაჯმა ჯერ მოსკოველებს გაუძევა ფეხბურთელი, მერე კი სამარელებს. ხშირი იყო შეხლა-შემოხლა და მსაჯმა "ლოკოს" მცველს, საბა კვირკველიას ყვითელი ბარათი უჩვენა.